„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
ამ დროისთვის, ტროტუარზე კაბელ არხები ეწყობა, სადაც საჰაერო სადენების გადატანა მოხდება. ასევე, დაწყებულია გზის საექსკავაციო სამუშაოები და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაფართოება ხდება. ეს ერთ-ერთ რთული წერტილი, სატრანსპორტო კვანძია დედაქალაქში, სადაც განსაკუთრებით პიკის საათებში, გადაადგილება ჭირდა. მოგვიწია გარკვეული ობიექტების, ბენზინგასამართი სადგურების გამოსყიდვა და მოვახდინეთ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. სამუშაოებს, დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება. პირველ რიგში, ეწყობა სანიაღვრე სისტემა. კაბელ არხები, ელექტროგადამცემი ქსელები მიწის ქვეშ განთავსდება, ასევე, გმირთა მოედნის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. ის პრობლემა, რაც წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებობდა, გადაიჭრება და, რა თქმა უნდა, ავტომობილებით გადაადგილება გაუმჯობესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები. ერთი შუქნიშანი განთავსდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ხოლო მეორე უშუალოდ გვირაბის გამოსასვლელის შემდეგ, რომელიც სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილების ნაკადების გადანაწილებასა და შეუფერხებელ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
შუქნიშნის განთავსება იძლევა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის შესაძლებლობასაც, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას ვარაზისხევთან დააკავშირებს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით, დაიგება ასფალტის საფარი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.
1737368312
ახალი ამბებილევან დავითაშვილი: 2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვი...
1737365606
ახალი ამბებიდევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნ...
1737364498
ახალი ამბებისოფელ ჯიხაიში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინის...
1737362419
ახალი ამბები„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღები...
1737360526
საზოგადოებარა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები მოქ...