შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
„მხარეებმა მიმოიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. საუბარი შეეხო სომხეთის მზარდ ინტერესს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან, მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნა სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა.
ასევე, აღინიშნა, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველო-აშშ-სა და სომხეთი-აშშ-ის ურთიერთობების შემდგომი განვითარება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის ელჩმა, აგრეთვე, მომღერალ შარლ აზნავურის დაბადების 100 წლისთავის საქართველოში სათანადოდ აღნიშვნას გაუსვეს ხაზი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1737371993
ახალი ამბებიფოიერვერკებით შეშინებულმა სპილომ ტაილანდში 5 ადამიანი გადათელა
ტაილანდში, ნონგ ბუა ლამფუს პროვინციაში გამართულ კარნავალზე, ფოიერვერკებით შეშინებულმა სპილომ 5 ადამიანი გადათელა. ინფორმაციას dailymail ავრცელებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინციდენტის შედეგად 5 ადამია...
1737369261
ახალი ამბები„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯო უილსონის მეუღლეს, 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის შესახებ სტატია გასულ წელს გამოცემა WIS-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ,...
1737368312
ახალი ამბებილევან დავითაშვილი: 2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვი...
1737365606
ახალი ამბებიდევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნ...
1737364498
ახალი ამბებისოფელ ჯიხაიში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინის...