ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის დაასანქცირეს.

მისი თქმით, საამაყოა, როდესაც ადამიანი სანქცირდება იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები აყენებს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მშვიდობისთვისაა დასანქცირებული, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ფაქტობრივად, 3 წლის განმავლობაში ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა იმისათვის, რომ შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ ის უზარმაზარი, გაყინული თანხა, რომელიც მან, რა თქმა უნდა, არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო.

ეს მას ვერ ვერ აპატიეს. ეს რაღაც „დე იურე“ სანქცია იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის ბოლო „კუდის მოქნევა“. ვფიქრობ, საამაყოა, როდესაც სანქცირდები იმისთვის, რომ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მეორე პლანზე აყენებ პირად ინტერესებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736369535

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელ...

პარლამენტის შენობა

1736368717

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვ...

გლოვის დღე

1736367928

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერი...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცი

1736367775

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შე...

გლოვის დღე

1736366912

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: არ გვაპატიეს, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ, ჩვენ ქვეყანას ვერანაირად ვერ გავწირავთ განადგურებისთვის

„ჩვენ არ გვაპატიეს ის, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავუშვით მოხალისეები უკრაინაში. არ გვაპატიეს, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოა...

ლევან მაჭავარიანი