ლევან მაჭავარიანი Meta-ს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კატასტროფული ინფორმაცია ოპოზიციისთვის
„ეს არის კატასტროფული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაცია ეკუთვნით სერგი კაპანაძეს და ქალბატონ კინწურაშვილს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი META-ს გადაწყვეტილებას გააუქმოს „fact-checking“-ის პროგრამა.
დეპუტატის თქმით, „fact-checking“-ის ინსტიტუტს მოსახლეობა სიცრუეში შეჰყავდა.
„ფაქტჩეკერების ინსტიტუტი გამოყენებული იყო პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბატონმა ცუკერბერგმა, რომ ამან უკუშედეგი გამოიღო.
იმის ნაცვლად, რომ სწორი ინფორმაცია მისწოდებოდა მოსახლეობას, პოლიტიკურად ანგაჟირებული, გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდებოდა და ძალიან ხშირ შემთხვევებში მოსახლეობა სიცრუეში შეჰყავდათ.
ეს არის კატასტროფული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან ვიცით, რომ ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაცია საკუთრებაში აქვთ ბატონი სერგი კაპანაძეს და ქალბატონ კინწურაშვილს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
შესაბამისად, მათი ეს ბექგრაუნდი ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათი მხრიდან განხორციელებული სამუშაოები აბსოლუტურად მიკერძოებული იყო“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1736399127
საზოგადოებათავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 9 იანვა...
1736369535
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელ...
1736368717
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვ...
1736367928
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერი...
1736367775
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შე...