ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რიგებიდან ძალიან ცოტა ოპოზიციონერი მახსენდება, ვისაც პირდაპირი სიტყვებით ნალანძღი არ ჰყავს დონალდ ტრამპი
„რადიკალური ოპოზიციის რიგებიდან მე ძალიან ცოტა ოპოზიციონერი მახსენდება, ვისაც პირდაპირი სიტყვებით ნალანძღი არ ჰყავს დონალდ ტრამპი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ტრამპს, ხან რუსულ პროექტს უწოდებდა, ხან რუსეთის აგენტს.
„თუ თვითონ პარტიების ლიდერებს შევხედავთ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, გაგრძელებული ბატონი გვარამიათი და ა.შ. ისეთი სიტყვებით ჰყავთ ნალანძღი [დონალდ ტრამპი], რომ 4 წლის განმავლობაში, ხან რუსულ პროექტს უწოდებდნენ, ხან რუსეთის აგენტს უწოდებდნენ. ვიღაცა ამბობდა დასაჭერიაო, თუ არ ვცდები ქალბატონი სალომე სამადაშვილი და საშინლად ილანძღებოდნენ, ვინაიდან მათ მთლიანად ფსონი ჰქონდათ დადებული დემოკრატების ადმინისტრაციაზე და რატომღაც ეგონათ, რომ ამ არჩევნებსაც მოიგებდნენ დემოკრატები.
ჩვენ ვიხილეთ ქალბატონი ლორა თორნტონის გაღიზიანება. ეს გაღიზიანება სავარაუდოდ გამოწვეულია დაფინანსების შეჩერებით და ასეთი ტიპის ორგანიზაციები მრავლად არიან საქართველოში, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ „დიფ სთეითის“ დავალებით ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასაც და„ ენჯეოების“ იმ მავნე ნაწილსაც, რომელსაც კოლექტიური გიგაურები და კოლექტიური ლომჯარიები წარმოადგენენ.
ქალბატონმა თორნტონმა ვერ მოითმინა. პირდაპირ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ტრამპს, ყველამ კარგად ვიხილეთ თავისი განცხადებებით და ურჩია ამ რადიკალურ ოპოზიციასაც, რომ ასეთ უპრინციპობასაც ნუ გამოავლენთო, თქვენს აზრს ნუ შეიცვლით ბატონი ტრამპის მისამართით, ვინაიდან ეს ჩვენთვის კარგი არ იქნებაო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1738079409
მსოფლიოალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ ს...
1738077231
მსოფლიოპუტინის თანაშემწე - ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს
კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტ...
1738075847
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში
ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევ...
1738074331
საქართველოშალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთ...
1738073337
ახალი ამბებირეჟისორ ლაშა რობაქიძის 6 თვის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რეჟისორ ლაშა რობაქიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 6 თვის ადამს ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშ...