ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის რიგებიდან მე ძალიან ცოტა ოპოზიციონერი მახსენდება, ვისაც პირდაპირი სიტყვებით ნალანძღი არ ჰყავს დონალდ ტრამპი
რადიკალური ოპოზიციის რიგებიდან მე ძალიან ცოტა ოპოზიციონერი მახსენდება, ვისაც პირდაპირი სიტყვებით ნალანძღი არ ჰყავს დონალდ ტრამპი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„თუ თვითონ პარტიების ლიდერებს შევხედავთ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, გაგრძელებული ბატონი გვარამიათი და ა.შ. ისეთი სიტყვებით ჰყავთ ნალანძღი, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ხან რუსულ პროექტს უწოდებდნენ, ხან რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, ვიღაცა ამბობდა დასაჭერიაო, თუ არ ვცდები ქალბატონი სალომე სამადაშვილი და საშინლად ილანძღებოდნენ, ვინაიდან მათ მთლიანად ფსონი ჰქონდათ დადებული დემოკრატების ადმინისტრაციაზე და რატომღაც ეგონათ, რომ ამ არჩევნებსაც მოიგებდნენ დემოკრატები.
ჩვენ ვიხილეთ ქალბატონი ლორა თორნტონის გაღიზიანება, ეს გაღიზიანება სავარაუდოდ გამოწვეულია დაფინანსების შეჩერებით და ასეთი ტიპის ორგანიზაციები მრავლად არიან საქართველოში, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ „დიფ სტეიტის“ დავალებით ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასაც და ენჯეოების იმ მავნე ნაწილსაც, რომელსაც კოლექტიური გიგაურები და კოლექტიური ლომჯარიები წარმოადგენენ.
ქალბატონმა თორნტონმა ვერ მოითმინა და პირდაპირ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ტრამპს. ყველამ კარგად ვიხილეთ თავისი განცხადებებით და ურჩია ამ რადიკალურ ოპოზიციასაც, რომ ასეთ უპრინციპობასაც ნუ გამოავლენთო, თქვენს აზრს ნუ შეიცვლით ბატონი ტრამპის მისამართით, ვინაიდან ეს ჩვენთვის კარგი არ იქნებაო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1737978066
ახალი ამბებიარაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმ...
1737977833
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი ვინმესთან ჩიოდნენ?
„ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? ადრე მი...
1737977590
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აბუ-დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში
„დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში...
1737977483
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ - საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და აუცილებლად დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმიც
ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საქა...
1737974673
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბიშვილზე: ყველა მისი განცხადება, ჩვენი ქვეყნის დაკნინებას და რეპუტაციის შელახვას ემსახურება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, ქვეყნის დაკნინებას და რეპუტაციის შელახვას ემსახურება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ზურა...