თეა წულუკიანი: ხმამაღლა გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება ახალი არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, საქართველოს დელეგაცია არ დაეთანხმება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან

„დღეს ხმამაღლა გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სააკაშვილის გათავისუფლება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია, არ შეეგუება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ, რა ხდება ადგილზე. დღეს 27 იანვარია და ჩვენ გვაქვს ასეთი სასტარტო პოზიცია. არსებობს ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ გამოგზავნილი წერილი. ოპოზიცია ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა აქაური ასამბლეა დაარწმუნოს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს დაშვებული ასამბლეაზე, ასევე არსებობს ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელიც რამდენიმე დღეა, ელექტრონულად ტრიალებს. ერთს აქვს 24 დეპუტატის მხარდაჭერა, მეორეს, თუ არ ვცდები, 28. ორივე შუამდგომლობა მიზნად ისახავს, საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში თქვას, რომ საქართველომ არ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები.

ეს შუამდგომლობები ითხოვენ, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პრეზიდენტად აღიაროს სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი. ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება. ასევე კულუარებში ისმის, რომ შეიძლება გაჟღერებული იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ეს არის საჯარო, გაცხადებული და გაუცხადებელი მოთხოვნები.

რასაკვირველია, ისმის გარკვეული სურვილის შესახებ, რომ შეიცვალოს სხვადასხვა კანონი, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც თქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გარკვეული მზაობა აქვს მხოლოდ ამ მიმართულებით თანამშრომლობის.

ჩვენ ვეუბნებით ყველას, ვისაც შევხვდით და დღეს კიდევ ხმამაღლა ვიტყვით, გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც ვთანამშრომლობდით თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში, საქართველო და მისი დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, არ დაეთანხმება, არ შეეგუება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ“, - აცხადებს წულუკიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738079409

მსოფლიო

ალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს

 აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ ს...

ალიევი

1738077231

მსოფლიო

პუტინის თანაშემწე - ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს

 კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტ...

პუტინის თანაშემწე

1738075847

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში

ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევ...

პოლიტიკოსები

1738074331

საქართველო

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთ...

შალვა პაპუაშვილი

1738073337

ახალი ამბები

რეჟისორ ლაშა რობაქიძის 6 თვის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რეჟისორ ლაშა რობაქიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 6 თვის ადამს ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშ...

ლაშა რობაქიძის შვილი