რა ტყუილი წერია ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში - საქართველოსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ:
„ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ იქნა დაშვებული.
სინამდვილეში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
„სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი."
გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ „დამკვირვებლები არჩევნების ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ".
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტულია, რაც ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა.
საქართველოს ხელისუფლების მისამართით გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი განცხადების ავტორები გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ულრიხ ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი იურგენ ჰარდტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ნილს შმიდი და ალიანსი 90/მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი დებორა დიურინგი არიან.
1736503558
ახალი ამბებიოპოზიციურმა მედიამ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილი დამალა
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებული ტყუილი, თითქოს „საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ იქნა დაშვებული“ ოპოზიციურმა მედიამ არ გააშუქა. გავრცელებულ განცხადებაში არსე...
1736498967
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა...
1736496459
მსოფლიოBloomberg: ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ინაუგურაციამდე ცდილობს
ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს დონალდ ტრამპთან ინაუგურაციამდე შეხვედრა მოაწყოს, - წერს Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ო...
1736494353
სპორტიTHE ATHLETIC: ლივერპული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ერთვება
„ნაპოლის„ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში „პსჟ“-ს შემდეგ, „ლივერპულიც“ ერთვება. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, „მერსესაიდელებს“ კვა...
1736492720
ახალი ამბებითბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მას...