ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვერ გვაპატიეს, რომ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, ვრჩებით ამ პოზიციაზე და ვატარებთ ფრთხილ პოლიტიკას

„სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 2022 წლის თებერვლიდან და რატომღაც, ეს ზუსტ თანხვედრაშია იმ თარიღთან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ ვერ გვაპატიეს ის, რომ მოვითხოვეთ ინდივიდუალური მანევრის, ინდივიდუალური პოზიციონირების უფლება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ ნატოს ქოლგის ქვეშ. ნატო არ გვიცავს და ვერ დაველაპარაკებოდით რუსეთს იგივე რიტორიკით და ვერ გავაკეთებდით ისეთ ქმედებებს, რისი გაკეთების უფლებას თავს მისცემდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც დაცული არიან ნატოს ქოლგის ქვეშ. ეს ჩვენ ვერ გვაპატიეს და ხშირად გვისაუბრია, პირდაპირი მოწოდებები რაც იყო დახურულ კარს მიღმა მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ. ვიღაცას ამის სჯერა, ვიღაცას არა, გასაგებია, მაგრამ ყველამ რაც თავისი ყურით მოისმინა და თავისი თვალით ნახა, მინიმუმ, ამაზე დაყრდნობით შეუძლია ანალიზის გაკეთება. ბოლო რეზოლუციაში პირდაპირ ლუსტრირება იყო, როდესაც ევროპარლამენტარებმა ჩაგვიწერეს, რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოთ და დაანგრიოთ თქვენი ეკონომიკაო. მოწოდებები იყო, ჩვენი მთავრობის ოფიციალური თანხმობით თვითმფრინავის გაგზავნაზე, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა, შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემაზე და ა.შ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამ განცხადებით ლევან მაჭავარიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პასუხს გასცემს ისეთ მძიმე საერთაშორისო შეფასებებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება, სადაც ის ითხოვს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ პოლიტიკოსებზე თავდასხმებში მონაწილეები, აშშ-ის საელჩო კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს იყო ძალადობა აქციის მონაწილეებზე, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებზე.

მისი თქმით, არის ფაქტორები, რამაც გამოიწვია ის, რომ საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობა ცოტა დაიძაბა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736970119

მსოფლიო

დანიის პრემიერი ტრამპს გრენლანდიის შესახებ ესაუბრება

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას დანიის პრემიერის ოფისი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი...

დანიის პრემიერი ტრამპს

1736968998

სპორტი

კვარაცხელიას დამშვიდობება „ნაპოლის“ თითოეული წევრისთვის ძალიან ემოციური იყო - „სკაი სპორტი“

საფრანგეთში გამგზავრებამდე ხვიჩა კვარაცხელია კასტელ ვოლტურნოში „ნაპოლის“ ბაზაზე იმყოფებოდა. ის თანაგუნდელებს დაემშვიდობა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი სპორტ...

 ხვიჩა კვარაცხელია

1736965651

მსოფლიო

პრობლემა, რომელსაც უკრაინა აწყდება, ის კი არ არის, რომ მათ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ მათ უკრაინელები ეწურებათ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი

მარკო რუბიომ, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უნდა იყოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. მარკო რ...

მარკო რუბიო

1736963538

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებია...

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

1736961451

საზოგადოება

პრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...

ირაკლი კობახიძე