დანიის პრემიერი ტრამპს გრენლანდიის შესახებ ესაუბრება
დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას დანიის პრემიერის ოფისი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და გრენლანდიის სტატუსს.
„საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის მუტე ეგედეს განცხადებას, რომ გრენლანდია არ იყიდება და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება თავად გრენლანდიამ უნდა მიიღოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დანიის მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, არქტიკის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და რომ „დანიის კომპანიები ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას აშშ-ში“.
„საუბრისას ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ჩინეთთან ურთიერთობები“, - აღნიშნულია დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.
1736959813
ახალი ამბებიკახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...
1736958581
ახალი ამბებიეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე
„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...
1736957008
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია
„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ...
1736954634
მსოფლიოისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN
ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...
1736953492
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე
„300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ვნახე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი და...