ბაიდენი: ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის და ირანის დასუსტების, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ადასტურებს.

„ეს არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის დასუსტების შედეგი, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიღწეული შეთანხმების პირველი ფაზა მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელებს შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება.

მეორე ფაზა მოიცავს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის ექვს კვირაზე მეტხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გაგრძელდება. რაც შეეხება მესამე, ანუ საბოლოო ფაზას, ბაიდენის თქმით, ეს არის უკვე ღაზის რეკონსტრუქციის გეგმა.

ბაიდენის თქმით, შეთანხმებამდე მისასვლელი გზა არ იყო მარტივი და ეს იყო ყველაზე რთული მოლაპარაკებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამ შეთანხმების ფარგლებში პალესტინელებს შეუძლიათ, აღადგინონ ღაზა „ჰამასის“ გარეშე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736959813

ახალი ამბები

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...

კახა კალაძე

1736958581

ახალი ამბები

ეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...

ირაკლი კობახიძე

1736957008

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია

„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ...

პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე

1736954634

მსოფლიო

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...

კომფლიქტი

1736953492

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე

„300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ვნახე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი და...

მამუკა მდინარაძე