ლევან მაჭავარიანი: ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა, საქართველოსთან მიმართებით უსამართლო მოქცევა ამის შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს
„ტრამპს რამდენიმე დღის წინ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩართვა ჰქონდა და მან პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა. შესაბამისად, ევროკავშირის უსამართლო მოქცევა საქართველოსთან მიმართებაში ამის შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ესტონეთის მხარეს არავინ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ეს უნდა იყოს 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი.
„მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ბატონ ტრამპს რამდენიმე დღის წინ ჩართვა ჰქონდა (დავოსის ეკონომიკური ფორუმი რომ მიმდინარეობდა), სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. შესაბამისად, ევროკავშირის უსამართლოდ მოქცევა საქართველოსთან მიმართებაში, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, არავის უნდა გაუკვირდეს.
ესტონეთს არავინ ეკითხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ეს უნდა იყოს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონსენსუსი. ჩვრნ ვიცით, სულ მცირე, ის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამას არ დათანხმდება და ასეთი ქვეყნების რაოდენობა იზრდება. ვატყობთ, ევროკავშირში პოლიტიკური კონიუნქტურა როგორ იცვლება. მაგალითად, სლოვაკეთსა და უნგრეთს ემატება ისეთი ქვეყნები - ავსტრია, სერბეთი და.ა.შ. რომლებიც თავიანთ სუვერენიტეტზე ზრუნვას იწყებენ.
სხვათა შორის, ბატონი ილონ მასკის მოწოდებაც იყო, რომ დროა, ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ თავიანთ სუვერენიტეტზე იზრუნონ და უხეში ჩარევის უფლებას ბრიუსელს ნუ მისცემთ, ვინაიდან დღეს ყველაფერი ბრიუსელიდან იმართებაო“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1738079409
მსოფლიოალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ ს...
1738077231
მსოფლიოპუტინის თანაშემწე - ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს
კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტ...
1738075847
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში
ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევ...
1738074331
საქართველოშალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთ...
1738073337
ახალი ამბებირეჟისორ ლაშა რობაქიძის 6 თვის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რეჟისორ ლაშა რობაქიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 6 თვის ადამს ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშ...