ლიკა შარტავა: მინდა მივმართო ჩემს თანატოლებს, თვალყური ადევნონ კომისიის მსვლელობას, რადგან კომისია კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ დგას დღეს მეორე მხარეს, ვინ გვესახება ე.წ. ოპოზიციურ ძალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე

„მინდა მივმართო და ვთხოვო ჩემს თანატოლებს, ახალგაზრდებს,მათ ვისაც გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, დიდი ყურადღებით მოისმინონ და თვალყური ადევნონ ამ კომისიის მსვლელობას, რადგან განსაკუთრებით მათთვის ვისაც შეიძლება ასაკის გამო კარგად არ გვახსოვს ის საქმეები და დანაშაულები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს გამოატარა, კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის და ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ დგას დღეს მეორე მხარეს, ვინ გვესახება ე.წ. ოპოზიციურ ძალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თითქოს მიავიწყდა ის ენით აღუწერელი სისასტიკე, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა განიცადეს, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურია პირველწყაროდან მოსმენილი ტრაგიკული ამბები.
„საქმიანობას,რომელსაც ვთვლი, რომ დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესი როლი და დატვირთვა აქვს. მინდა მივმართო და ვთხოვო ჩემს თანატოლებს, ახალგაზრდებს,მათ ვისაც გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, დიდი ყურადღებით მოისმინონ და თვალყური ადევნონ ამ კომისიის მსვლელობას, რადგან განსაკუთრებით მათთვის ვისაც შეიძლება ასაკის გამო კარგად არ გვახსოვს ის საქმეები და დანაშაულები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს გამოატარა, კომისია კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის და ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ დგას დღეს მეორე მხარეს, ვინ გვესახება ე.წ. ოპოზიციურ ძალად და ვინ გვესაუბრება სამშობლოს ვითომ სიყვარულზე.
წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თითქოს მიავიწყდა ის ენით აღუწერელი სისასტიკე, რაც ჩვენმა მეგობრებმა, ახლობლებმა, ნათესავებმა, თუ უბრალოდ ჩვენმა თანამოქალაქეებმა განიცადა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურია პირველწყაროდან მოსმენილი ტრაგიკული ამბები, რაც დარწმუნებული ვარ თითოეულ ადამიანს თანაგრძნობის და ამავდროულად ბრაზის გარეშე ვერ დატოვებს. დამეთანხმებით, მარტივი არ არის ხელახლა მოისმინო და გაიხსენო ყველა ისე მძიმე ფაქტი, თუ ისტორია, რაც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონო თეას, რომელიც ღირსეულად უძღვება თავის საქმეს, ასევე, რა თქმა უნდა, კომისიის წევრებს და ყველას ვინც სანდო ინფორმაციას აწვდის მათ. ვიმედოვნებ, რომ თითოეული ჩვენგანი იაზრებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საგამოძიებო კომისიას და სამომავლოდ მიღებულ დასკვნას!“ - განაცხადა ლიკა შარტავამ.
1743599218
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე: გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში, ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ
ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წ...
1743597651
ახალი ამბებიწულუკიანი: ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით საკითხს, მოლოდინი გვაქვს, მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან პროცესს
„მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. დაველოდებით არსებით განხილვას. იქ უკვე გადაწყვეტილების...
1743596880
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მამაზე: სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, 47 წლის კაცი, რომელიც ჯან-ღონით სავსე იყო ციხის ტუალეტში გაგუდეს
ციხეში მომიწია 6 წელი, 11 თვისა და 1 კვირის გატარება. ნახევარი თუ არა ნახევრის ნახევარი საქართველო მაინც იჯდა ციხეში, ციხეში ვიყავი-თქო, ცუდი იყო ძალიან, მაგრამ გაცილებით ცუდია ის ფაქტი, რომ დღეს მე მ...
1743595947
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მისი დაკავების ფაქტზე - 2006 წლის 6 იანვარს, სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1743594161
ახალი ამბებისან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება
აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორ...