მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
საუბარი შეეხო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის ინსტიტუტების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობას, ასევე ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს მსოფლიოში მშვიდობის და განვითარების უზრუნველსაყოფად.
მინისტრმა, გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაეროს აქტიურ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს შესახებ გაეროს რეზოლუციების მნიშვნელობა.
მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება დაუთმეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და ხაზი გაუსვეს ამ ფონზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და მის როლს რეგიონში.
მინისტრმა გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია და კიდევ ერთხელ აღუთქვა ქართული მხარის მზაობა განაგრძოს ორგანიზაციის ინიციატივების მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა მსოფლიოში მშვიდობის, განვითარების და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.
1740470085
ახალი ამბებიპროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩია...
1740470034
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 104 წლის წინ, ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ, ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა
104 წლის წინ, ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ, ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშ...
1740469842
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან სანქციების დაწესებას, მოხალისე მებრძოლების გაგზავნას. ჩვენ გადავრჩით ახალ ომს, ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახლა ხელყოფას
21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომშ...
1740468927
სოციალური მედიამიხეილ ყაველაშვილი - პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა
1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად, – ამ...
1740468223
ახალი ამბებიბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა
დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა, - აღნიშნულის შესახებ „ექსკლუზივს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან...