ლანჩხუთის მერი: გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გვაქვს ადგილები, სადაც მოსახლეობასთან ჯერ ფიზიკურად ვერ მივედით, თოვლის საფარმა ამ სოფლებში 2.20 მეტრს გადააჭარბა

უკვე მე-6 დღეა, ქვეყანაში უამინდობაა, სტიქიამ პრობლემები შექმნა რეგიონებში. ყველაზე რთული ვითარებაა გურიაში.
თოვლმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაკეტილია გზები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.
მოქალაქეების ნაწილი უკვე ევაკუირებულია. ისინი სასტუმროებში გადაიყვანეს. რეგიონში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. დაწყებულია მუშაობა დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად.
გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა ინტენსიური თოვა ართულებს გზის გაწმენდით სამუშაოებს. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული ვითარება მძიმეა, არის ისეთი ადგილები, სადაც მოსახლეობასთან დიდთოვლობის გამო ფიზიკურად ვერ მიდიან და კომუნიკაციასაც ვერ ამყარებენ.
„ლანჩხუთში ინტენსიური თოვის შედეგად შეიქმნა სერიოზული პრობლემები, მათ შორის მთლიანად გურიაში. უკვე მერამდენე დღეა გადაუდებლად თოვს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ის ტექნიკა, რომელიც თავიდანვე იყო მობილიზებული ფიზიკურად ვერ ახერხებს თოვლის წმენდას, საჭიროა ე.წ. გუსენიციანი, რკინისსაბურავებიანი ტექნიკის მუშაობა.
გარკვეულ ადგილებში გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ჯერ ფიზიკურად მოსახლეობასთან ვერ მივედით და კომუნიკაცია არ გვაქვს. თოვლის საფარმა ამ სოფლებში 2.20 მეტრს გადააჭარბა, მათ შორის ქალაქში უკვე 1 მეტრამდეა.
ყველა სამსახურები ჩართულია, 24-საათიანი სამუშაო მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი მოხდება თოვლის წმენდა, იმდენად ინტენსიური თოვაა, ფაქტობრივად თოვლი ისევ თავიდან საწმენდი ხდება.
ამ ეტაპისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა. მოსახლეობა ითხოვს შველას. 40-მდე სახლია დაზიანებული, უფრო მეტი შემოდის ზარები, რომ სახლები იმტვრევა თოვლის მასიდან გამომდინარე“, - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.
1740477439
მსოფლიოახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინაში ომი პროვოცირებული იყო და ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რუსების მიერ
ომი არ უნდა მომხდარიყო, ის იყო პროვოცირებული და ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ პროვოცირებული იყო რუსების მიერ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა „სიენენ...
1740476449
საზოგადოება„ენერგო - პრო ჯორჯია“ - საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
გურიაში და აჭარაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატე...
1740476251
საზოგადოებამთავრობის განკარგულებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მთა...
1740475915
ახალი ამბები„მარადიული ხსოვნა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს“ - საქართველოს პრეზიდენტმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
„დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგე პატივი კოჯორ-ტაბახ...
1740473945
საზოგადოებაუამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა
უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება საგარეუბნო მა...