მაკა ბოჭორიშვილი: საინტერესოა ის, რომ სწორად ვაკეთებდით აქცენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საქართველოში და დღეს ალბათ ყველა კარგად ხედავს, თუ რამხელა ძალასთან გვიწევდა გამკლავება
„საინტერესოა ის, რომ სწორად ვაკეთებდით აქცენტებს, სწორად ვაკეთებდით მითითებებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში და დღეს ალბათ ჩვენი საზოგადოება, ყველა კარგად ხედავს თუ რამხელა ძალასთან გვიწევდა გამკლავება, როდესაც საუბარი იყო სიმართლის ძიებაზე და სიმართლის მტკიცებაზე, როდესაც საქმე ეხებოდა სწორედ სამართლის უზენაესობას და სახელმწიფოს სწორად ფუნქციონირებას საქართველოს შემთხვევაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან ვითომ და ქვეყნების საკეთილდღეოდ გაწეული საგარეო დახმარებები, რომლებიც სინამდვილეში არასწორად არის ხოლმე გამოყენებული.
გარდა ამისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დღეს აქცენტები კეთდება იმ საკითხებზე, მათ შორის სხვადასხვა ფონდის საქმიანობაზე, რომლებზეც მრავალი წელია საუბრობს საქართველოს ხელისუფლება.
1738769085
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას, დავაინიცირებთ მედიის კანონს, რომლითაც დადგინდება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება უცხოური წყაროებიდან მედიის დაფინანსება
„უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა სხვა ვინმემ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ერ...
1738767023
მსოფლიოზელენსკიმ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 9 მაისამდე გაახანგრძლივა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემდგომი გახანგრძლივებისა და მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 9 მაისამდე გა...
1738765228
საქართველოდავით ქართველიშვილი: დღეს იმ 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გადასარჩენად, რომელთაც პარლამენტზე უარი თქვეს, კაციშვილი აღარ ჩამოვა, მიხაილ როთის გარდა, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია
„თითქმის იდენტური პროცესი ვიხილეთ საქართველოში 2021 წელს ოპოზიციის მხრიდან, [პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით], რაც 2025 წელს ისევ გამეორდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით...
1738764187
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური
სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქ...
1738763398
ახალი ამბები„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“ - მამუკა მდინარაძე
„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონი...