დავით ქართველიშვილი: დღეს იმ 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გადასარჩენად, რომელთაც პარლამენტზე უარი თქვეს, კაციშვილი აღარ ჩამოვა, მიხაილ როთის გარდა, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია

„თითქმის იდენტური პროცესი ვიხილეთ საქართველოში 2021 წელს ოპოზიციის მხრიდან, [პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით], რაც 2025 წელს ისევ გამეორდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა, 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით თემაზე კომენტირებისას.

დავით ქართველიშვილის თქმით, დღეს ამ 49 დეპუტატის გადასარჩენად სხვა ქვეყნებიდან კაციშვილი აღარ ჩამოვა, ისე, როგორც ეს 2021 წელს მოხდა, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია.

„2021 წელს თეთრი სახლის ხელისუფლებაში ბაიდენის ადმინისტრაცია იყო და ევროკავშირის სტრუქტურების სათავეში მათ მიერ მართული ევროკომისრები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენს რადიკალებს შეეძლოთ მიემართათ თავიანთი სიტუაციური მოკავშირეებისა და აგენტოკრატებისთვის დახმარების თხოვნით, ჩამოეყვანათ ფასილიტატორები თუ მედიატორები და ვითომ მათი დაჟინებული მოთხოვნის ფონზე შესულიყვნენ ისევ პარლამენტში. დღეს კი მათ გადასარჩენად კაციშვილი აღარ ჩამოვა, მიხაილ როთის გარდა, რომელიც ის დონე არ არის, რომელსაც შეუძლია ინსტრუქცია ჩამოიტანოს, ან მითითებები გასცეს, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია. შესაბამისად, ეს 49 ადამიანი, რომელთაგანაც დიდი ნაწილი ალბათ მისტირის იმ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი დატოვა, საკუთარ დაგებულ ხაფანგში მოხვდა და ის ხიდები ააფეთქა, რომლითაც ამომრჩევლის ნებასთან მიდიოდა.

ვინ უნდა ჩამოვიდეს მათთან - ურსულა ფონ დერ ლაიენი? რომელიც მათივე „დანოსების“ თანახმადვე ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ ცნობს? ამიტომ, ისინი ყველაფრის მიღმა დარჩნენ. მაგრამ ამ ყველაფერს თავისი პლუსიც აქვს - ამ 49 დეპუტატის ყოველთვიური ხელფასის დანაზოგით, სამივლინებო ხარჯები რომ არ ჩავთვალოთ, ოთხწლიანი პერიოდის გათვლით, 30 მილიონ ლარამდე ეკონომია შეიძლება გავუკეთოთ ბიუჯეტს და ეს თანხები საგანმანათლებლო, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროების განვითარებისკენ მივმართოთ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741875624

საზოგადოება

თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად...

თეა ახვლედიანი

1741873706

ახალი ამბები

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისა და უკანონო წარმომავლობის თანხების დაფარვა/გათეთრების მიზნით ახორციელებდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შე...

სასამართლო

1741873459

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: ბალტიისპირეთს აწყობს საქართველოში აგიზგიზებული ცეცხლი, მით უმეტეს, თუ ამაში რუსეთის ფედერაცია იქნება ჩართული, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბალტიისპირეთისთვის აგრესიას ნაკლები პერსპექტივა ექნება

მათი ეს წასვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგზაურობა, ხარჯების ანაზღაურება არის მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც ამ ადამიანებისთვის არის გამოყოფილი. ადამიანებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვეყნის დ...

პოლიტიკოსი

1741871809

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.7775 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი...

ვალუტის კურსი

1741869885

ახალი ამბები

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საზღვარზე ოქროს ნაკ...

ოქროს ნაკეთობები