მამუკა მდინარაძე: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას, დავაინიცირებთ მედიის კანონს, რომლითაც დადგინდება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება უცხოური წყაროებიდან მედიის დაფინანსება

 „უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა სხვა ვინმემ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ეროვნული და ღირსეული, რეალურად ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების თანხვედრა. სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ეკონომიკის ზრდა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ უახლოესი ორი თვის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ გავამკაცრებთ კანონმდებლობას როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და ა.შ. თავდასხმებთან დაკავშირებით. გავაგრძელებთ მუშაობას ყველა თავსმოხვეული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად იმისათვის, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტი და საშუალება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის, USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვეღარავინ უნდა შეძლოს ჩვენი სამშობლო მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში ამყოფოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ვერავინ უნდა შეძლოს საკუთარი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს არასრულწლოვნები თუ ახალგაზრდები ან მათი გულწრფელი ემოციები.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ „ენჯეოს“ წარმომადგენლებად თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოახდინოს; მოქალაქეები დაიცვას ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ანტიქართული პროპაგანდისგან; ასევე, უზრუნველყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმგვარ სტანდარტთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული სტანდარტი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

„ამ მიზნით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად, უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც.

აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას; შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება.

დავიწყებთ მუშაობას მედიის კანონზე, რითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან (ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს).

დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას. პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენის გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირება.

„ყველა ღონეს მივმართავთ, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738765228

საქართველო

დავით ქართველიშვილი: დღეს იმ 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გადასარჩენად, რომელთაც პარლამენტზე უარი თქვეს, კაციშვილი აღარ ჩამოვა, მიხაილ როთის გარდა, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია

„თითქმის იდენტური პროცესი ვიხილეთ საქართველოში 2021 წელს ოპოზიციის მხრიდან, [პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით], რაც 2025 წელს ისევ გამეორდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით...

ექსპერტი

1738764187

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქ...

ირაკლი კობახიძე

1738763398

ახალი ამბები

„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონი...

 მამუკა მდინარაძე

1738762027

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და გამოგონილი ბრალდებებით, ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში ამყოფოს

„USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით, ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშო...

მამუკა მდინარაძე

1738761470

ახალი ამბები

რომის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც დისპეტჩერების კოშკს ცეცხლი გაუჩინა

რომის ჩამპინოს აეროპორტში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც დისპეტჩერების კოშკს ცეცხლი გაუჩინა. ამის შესახებ გამოცემა roma.corriere.it წერს. პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სადისპ...

რომის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს