მაკა ბოჭორიშვილმა ისლანდიელ კოლეგასთან ორმხრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისლანდიელ კოლეგას, თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირს შეხვდა.
მაკა ბოჭორიშვილმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მინისტრებმა მიმოიხილეს, როგორც ორმხრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ისლანდიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
აღინიშნა ისლანდიის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში 2024 წელს, რომელთან ერთადაც თბილისს ეწვია ისლანდიის ბიზნეს დელეგაცია.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ისლანდიას შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ისლანდიის ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის საკითხებს.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, განაგრძონ აქტიური კომუნიკაცია ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
1740469842
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან სანქციების დაწესებას, მოხალისე მებრძოლების გაგზავნას. ჩვენ გადავრჩით ახალ ომს, ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახლა ხელყოფას
21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომშ...
1740468927
სოციალური მედიამიხეილ ყაველაშვილი - პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა
1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად, – ამ...
1740468223
ახალი ამბებიბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა
დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა, - აღნიშნულის შესახებ „ექსკლუზივს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან...
1740467309
ახალი ამბებითორნიკე რიჟვაძე - მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს გზის გაწმენდა, შეფერხებებია ელექტრომომარაგების კუთხითაც, ვმუშაობთ კოორდინირებულად
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე გზის გაწმენდითი სამ...
1740466877
საზოგადოებადიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება, ჯანდაც...