მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: ვცდილობთ უმოკლეს დროში გადაჭრილი იქნეს ყველა პრობლემა

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე გურიაში იმყოფება.

ნიკა ტყემალაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებს ჩოხატაურში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პირადად გაეცნო.

რეგიონში შექმნილ რთულ მეტეოროლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ნიკა ტყემალაძემ შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერებთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მუნიციპალიტეტების მერებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა ქალაქებში და სოფლებში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი სიტუაცია, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს შესაბამისი უწყებები იმისთვის,რომ პრობლემები დროულად იქნეს აღმოფხვრილი.

„მიმდინარეობს აქტიური წმენდითი სამუშაოები პირველივე დღიდან. ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე, სხვადასხვა სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. ვცდილობთ უმოკლეს დროში გადაჭრილი იქნეს ყველა პრობლემა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეების საჭიროებებზე ხდება რეაგირება“,- განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ.

თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მკვეთრად იმატა თოვლის საფარმა.

ნალექის დაწყების დღიდან მზადყოფნაშია მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გაწმენდილი მონაკვეთები ხელახლა საჭიროებს გაწმენდას. დიდთოვლობის გამო რეგიონის მასშტაბით შეჩერდა სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილსადენები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ და “სოკარ -გაზ ჯორჯიას” წარმომადგენლები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე. ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება 4800 აბონენტს და გაზმომარაგების გარეშე დარჩენილია 320-მდე აბონენტი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740415657

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან

ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1740413384

ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს

 სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური

1740412185

მსოფლიო

ორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას

 უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრ...

ორბანი

1740410421

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე

 „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,  ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდებ...

ირაკლი კირცხალია

1740405638

ახალი ამბები

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია, მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს“ - ირაკლი ზარქუა

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაც...

პოლიტიკოსი