მაკა ბოჭორიშვილმა, ნიუ-დელიში ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ნიუ- დელიში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტიური და მზარდი დინამიკა, ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის არსებული პოტენციალის უკეთესად გამოყენების მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების გაცვლასა და მთავრობათაშორისი ფორმატების გააქტიურებაზე. შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში პოლიტიკური კონსულტაციებისა და ეკონომიკური კომისიების ფორმატში შეხვედრების გამართვაზე.

სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობის განვითარებაზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ბიზნეს წრეების დაახლოებაზე, განათლების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე, ხალხთაშორისი კავშირების და ტურიზმის სფეროში ურთიერთობებზე. დადებითი შეფასება მიეცა ინდური ავიაკომპანია „IndiGo”-ს მხრიდან პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდას, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკის გაზრდაში .

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში ინდოეთის რეზიდენტი საელჩოს გახსნას და აღნიშნა, რომ თბილისი ელის ინდოეთის პირველი ელჩის მისიის დაწყებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა გამოხატეს მზაობა გააგრძელონ ახლო თანამშრომლობა და მუშაობა ქვეყნებს შორის პარტნიორობის არსებული პოტენციალის უკეთ გამოყენებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742404450

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში

 საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიი...

ირაკლი კირცხალია

1742402439

სპორტი

ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა - ოთარ კიტეიშვილი

 საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრ...

ოთარ კიტეიშვილი

1742400576

მსოფლიო

ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 14 წლის წინ გარდაიცვალა - შემთხვევა ესპანეთში მოხდა

 ესპანეთში, კოსტა დელ სოლზე მდებარე ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ქალის ცხედარი მამა-შვილმა იპოვა, რომელი...

ააა

1742399620

მსოფლიო

პუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს. მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურე...

ვლადიმირ პუტინი

1742397312

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ახლა ვნახეთ სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთი მსხვილი იყო გილაურის ფონდი

მდიდარ NGO-ებს, კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს მთავარი ფინანსური ნაკადები გადაეკეტათ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი გადაწყვეტილებით და ბრძანებით და ახლა ვნახეთ გაჩენილი სხვადასხვა ფონდი და ერთ-ერთ...

კირცხალია