„მამუკა ხაზარაძე ხანდაზმული თაღლითი ყოფილა“ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი

„მამუკა ხაზარაძე ხანდაზმული თაღლითი ყოფილა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძის-წერეთლის საქმის შესახებ.

„აღარ იშიმშილებს ხაზარაძე. ვეღარ. ხანდაზმული თაღლითი ყოფილა. ვადაგასული. რომ გითხრათ, დიდად მანაღვლებდა წარსულში ფინანსური მაქინაციებით დაკავებული ბანკირის დაჭერა - მოგატყუებთ. ოპერის წინ სარაჯიშვილი დავაკავეთო, მღეროდა - ხომ გახსოვთ? აი იმ მიზანსცენის განმეორება ვიხილეთ დღეს სასამართლოს შენობასთან. არ გამოვრიცხავ - ბევრს ჩაუვარდა დღეს კოვზი ნაცარში.

სრულიად „გაერთიანებული“ ოპოზიცია ელოდებოდა დღეს თაღლითი ბანკირების დაჭერას. ამაზე ჰქონდათ უკვე აგებული მომდევნო, დღემდე „არნახული“ საპროტესტო ტალღების აგორება. გვარამიას მიერ, „სააკაშვილის“ დაწერილი მორიგი ეპისტოლეც ვერ გამოქვეყნდება დღეს ბელადის Facebook-ზე.

ლელოელებიც გადადებენ სამგლოვიარო პოლიტიკური ეპილაციის სეანსებს. ამ დღეებში ევროპაში მიმდინარე ნატო-რუსეთის, საჩვენოდ შესაძლო წარუმატებელი სამიტიც - ჩვენ აღარ დაგვბრალდება იმედია: აი! რა დროს თქვენი ნატოა, პოლიტიკოსებით ციხეებს „ავსებთ“!

კი ბატონო, დღეს საქართველოში სათქვენო „დემოკრატიამ“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ჩვენი ზეიმიც არ გამოგვაპაროთ, თქვენი იმედი გვაქვს, ხომ იცით?“ - წერს ქართველიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ამავე თემაზე:

🔵 ის, რომ ბიძინამ არ, უფრო სწორად, ვერ დაიჭირა ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ასე თუ ისე რაღაც დონეზე მაინც უწევს ანგარიშს პოლიტიკურ კონიუნქტურას და დასავლეთის ფაქტორს - დავით ზურაბიშვილი

🔵 გადაწყვეტილება ბიძინასია და არა მოსამარათლის - დავით ბერძენიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის სასამართლო გადაწყვეტილებაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741890044

საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...

რომეო ბერიძე

1741888293

საზოგადოება

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...

სავაჭრო ბრუნვა

1741887911

საზოგადოება

ბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა

სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...

დეპუტატი

1741887745

სპორტი

ქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...

 კობა ქარუმიძე

1741887016

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....

პრემიერ-მინისტრი