მამუკა მდინარაძე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც უსაზიზღრესი სიტყვებით დაიწყო შეურაცხყოფა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები განიხილება, რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და წერს, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას გასაგებ მიზეზთან ერთად, ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა და ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც: აღიარეს ომის დაწყება! ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული!”.

მდინარაძის თქმით, „სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!“

უმრავლესობის ლიდერი ასევე, ბოდიშს უხდის საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული ე.წ სქრინის გამო, ვისაც მოუწია მისი და აქციის ერთ-ერთი მონაწილის მიმოწერის წაკითხვა.

მდინარაძის თქმით, „საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი“.

მისივე თქმით, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს ნაცური პიარი.

„ძალიან მწარე სიმართლე! ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც:

დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს.
⁠ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე.
⁠ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც:
 აღიარეს ომის დაწყება! 

ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული!

შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ!

სწორედ ამის გადაფარვას ცდილობენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი ისტერიით!

P.S. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ათობით ადამიანიდან ერთ-ერთმა, უსაზიზღრესი სიტყვებით, პირადი მიმოწერის დროს, დაიწყო შეურაცხყოფა და როგორც კი თქვა, რომ გოგო იყო (რისი წარმოდგენაც მის მიერ გამოყენებული სიტყვების გამო აქამდე შეუძლებელი მეგონა:), ბუნებრივია, აღარ გავაგრძელე იმ ფორმით პასუხის გაცემა…

საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი. ზოგადად, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს ნაცური პიარი…

კარგი იქნება ასეთმა ხალხმა გაათვიცნობიეროს, როგორი ფორმით, რაში და რისთვის იყენებენ ანწუხელიძეზე ომის დანაშაულის დამბრალებლი ანტიეროვნული ძალები!“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743447483

მსოფლიო

ფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შესახებ ნათქვამი, რომელმაც თითქოს ფიცოს იდიოტი უწოდა, ხუმრობა იყო. მისი თქმით, ის ნა...

ფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა

1743446839

ახალი ამბები

კირცხალია: ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ

„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნ...

ირაკლი კირცხალია

1743444128

ახალი ამბები

ტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბანაკ „მზიანეთის“ ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით,  ცნობით, მცირეწლოვანი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ აუზში ჩავარდა. აუზში ჩავარდნილი...

პოლიცია

1743443170

ახალი ამბები

მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ

„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, - ამის შესახებ საპარლა...

მამუკა მდინარაძე

1743442328

ახალი ამბები

მდინარაძე: პრემიერის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრუ...

მამუკა მდინარაძე