მამუკა მდინარაძე: პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას

ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციის დაფინანსების ლობირება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა გავრცელებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, თუ რა გზებით შემოდიოდა საქართველოში USAID-ის დაფინანსება და რას ხმარდებოდა ის.

მისი თქმით, ამერიკელი გადამხდელების ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას და ამაზე რატომღაც აშშ-ს საელჩო დუმს.

„პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას.

სამწუხაროა აშშ-ს საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად სცდება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას. გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომებს და ღირებულებებს იზიარებენ ისინი ტრამპის თუ რუბიოსი, რომელიც არის მათი უშუალო ხელმძღვანელი. არც ერთი სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დამოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს.

მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებთან და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რა დამოკიდებულება აქვთ? გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, USAID-ის ასე მავნებლურ ნახარჯ თანხებთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, ის, რომ ქვეყნებმა საკუთარი საკითხები თავადვე უნდა გაარკვიონ? არც ერთი სიტყვა სამწუხაროდ, არ იყო, რეალურად იმ შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის მიერ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ აშშ-ის საელჩო იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას, ეს უნდა იყო გახმოვანებული მისი მხრიდან.

„ასევე, დაუჯერებელია საელჩო ცდილობდეს, რომ „დიფ სთეითის“ აგენტურა სხვანაირად მოქმედებდეს და ისინი თვითნებობას აგრძელებდნენ. წარმოუდგენელია. თუ ისინი იმ ხალხს, რომლებიც დღეს ქუჩის პროტესტს აორგანიზებენ, მიუთითებენ, ერთ წუთში დამთავრდება ის მავნებლობა, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“. იმ ხალხის მოქმედებები და საელჩოს განცხადება თანხვედრაში არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიდგომებს“, - დასძინა მამუკა მდინარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738661700

ახალი ამბები

„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ბატონი ყაველაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებს“ - ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის მნიშვნელოვანი ფუნქციაა, პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციის გამოსწორება. „მიხეილ ყაველაშვილს, ერთ-ერთ...

- ლევან მაჭავარიანი

1738660159

ახალი ამბები

„რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება მშვიდად მართოს ქვეყანა“ - ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული ტიპის კანონები მკაცრდება, რათა ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდად მართვის საშუალება ჰქონდეს. დეპუტატის...

ლევან მაჭავარიანი:

1738659349

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა

ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, -...

მიხეილ ყაველაშვილი

1738659337

ახალი ამბები

„ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამ...

მიხეილ ყაველაშვილი

1738659301

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით

ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველ...

მიხეილ ყაველაშვილი