„ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკოს-პატრიარქს ერის გადასარჩენად გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს დემოგრაფიული საკითხები. ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე, იმ პირობების უზრუნველყოფაზე, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან, გვჭირდება საფუძვლიანი კვლევა და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქს იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი ერის გადასარჩენად და გასამრავლებლად. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საპატრიარქოს როლი კვლავ უდიდესი იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738666685

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც ექვემდებარებოდა გარე დაკვეთებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის...

პოლიტიკოსი

1738666010

ახალი ამბები

ცხინვალში ქალი და სამი ბავშვი მხუთავი გაზით მოიწამლნენ

ქალი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი ცხინვალში მხუთავი გაზით (CO) მოიწამლნენ. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ინციდენტი გრი კოჩიევის ქუჩაზე მოხდა. ქალი და ბავშვები საავადმყოფოში არიან მოთავსებ...

მხუთავი გაზი

1738664926

ახალი ამბები

ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. გამგეობამ ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობა დაასრულა. სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენე...

სკვერი მოეწყო

1738662422

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას

ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციის დაფინანსების ლობირება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხად...

მამუკა მდინარაძე

1738661700

ახალი ამბები

„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ბატონი ყაველაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებს“ - ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის მნიშვნელოვანი ფუნქციაა, პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციის გამოსწორება. „მიხეილ ყაველაშვილს, ერთ-ერთ...

- ლევან მაჭავარიანი