მარიამ ქვრივიშვილი: შვეიცარიული ავიაკომპანია „ედელვაისის“ მიერ პირდაპირი ფრენების დაწყება უდიდესი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის

„მორიგი წარმატება აქვს ჩვენს ქვეყანას - საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი, ევროპული ავიაკომპანია შემოემატა. დღეს ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველად მივიღეთ შვეიცარიული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ედელვაისის“ პირდაპირი რეისი, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წარმატებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლებიც წარმატებით დასრულდა.

„ედელვაისის“ შემოსვლა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის და დივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის - საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება. ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ პირველივე რეისი, რომელიც დღეს თბილისის აეროპორტმა მიიღო, სრული დატვირთვით შესრულდა, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ შვეიცარიიდან საქართველოსთან მიმართებით მოთხოვნა არის, იზრდება და თავად ავიაკომპანიაც აღნიშნავს, რომ შემდეგ რეისებზეც მოთხოვნა და დატვირთულობა ასევე მაღალი იქნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აპირებს, განახორციელოს საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან, მათ შორის, ავიაკომპანია „ედელვაისთან“, ისევე, როგორც ავიაკომპანია „იზიჯეტთანაც“, რომელმაც უკვე დაიწყო ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით.

„შეიძლება ჩაითვალოს, რომ წლევანდელი წელი ნამდვილად ისტორიული და რეკორდული წელია, რადგან, მათ შორის, შვეიცარიასთან, ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე, როგორც ციურიხიდან და ეს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა ტურიზმის სექტორში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის და ავიარეისებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია Edelweiss საქართველოში ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, საქაერონავიგაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა. მიღებას ასევე დაესწრნენ ციურიხიდან პირველი რეისით ჩამოფრენილი ავიაკომპანიის წარმომადგენლები და შვეიცარიელი ჟურნალისტები, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თანამშრომლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744645244

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატია თავის სიტყვას იტყვის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარებაში

 საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მთავარი თემის - პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, მან მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კონფლიქტები...

მაკა ბოჭორიშვილი:

1744644111

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარია ერთიანად მოქმედებენ, რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ

 „შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი ერთიან ძალას და რატომ ჰყავთ ერთი დამკვეთი“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა...

ლევან მაჭავარიანი

1744641560

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი გახარიაზე: ბევრი კითხვის ნიშანია მის გადადგომასთან დაკავშირებით, როდესაც მან პირველი განცხადება გააკეთა, იქ ნიკანორ მელია იყო ამის მიზეზი. რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინტერვიუ, სადაც აბსოლუტურად სხვა მიზეზი დაასახელა

 ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მის გადადგომასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი გახარიასთან დ...

ლევან მაჭავარიანი

1744640953

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი გახარიაზე: სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც ის პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავებულად, რომ იგივე როლში შევიდოდა მაგრამ დახვდნენ პროფესიონალები

 ბატონი გახარია დღეს საგამოძიებო კომისიაზე მობრძანდა. მას ცოტა სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც იგი პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავე...

ლევან მაჭავარიანი

1744639394

საქართველო

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს

 ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს, - განაცხადა გადაცემა „დ...

მაკა ბოჭორიშვილი