მძღოლების საყურადღებოდ! - რა ვითარებაა საქართველოს გზებზე (ვიდეო)

გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათვე ცნობით, გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ინტენსიური ნალექის გარდა, გუშინ აფერხებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების, ზოგ შემთხვევაში კი, არასეზონური საბურავებით მოძრაობა.
ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე აკრძალულია ხაშური-აწყური, საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, ახალციხე-ნინოწმინდას და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 გადარჩენილები - 15 ადამიანი დღეს ზვავში მოჰყვა
🔵 კოვიდის სამკურნალო წამალმა პაქსლოვიდმა ავტორიზაცია მოიპოვა
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...