სოზარ სუბარი: კომისიის მუშაობაში რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება

„კომისიის ყოველ სხდომაზე ვისმენთ მართლაც სისხლის გამყინავ ისტორიებს, როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ვისმენთ ისტორიებს საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და იმაზე, თუ სახელმწიფოსთან ერთად ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში თავშეფარებული და გადაბარგებული ბანკირები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 1633 რეზოლუციაზე ხელმოწერით, მაშინდელმა ხელისუფლებამ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი, რომ წაგვეგო ყველა საერთაშორისო სასამართლო - როგორც ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ასევე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლო.

„კარგად იცით, რომ დაიწყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა და კომისიის პირველივე დღეებში მოჰყვა სერიოზული შფოთვა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასა და მათ მხარდამჭერებში. დაიწყო ცილისწამებებისა და ბინძური ჭორების გავრცელების კამპანია კომისიისა და მისი წევრების წინააღმდეგ. გასაგებია, ამით რის გადაფარვასაც ცდილობენ, თუმცა პარალელურად, კომისიის ყოველ სხდომაზე ვისმენთ მართლაც სისხლისგამყინავ ისტორიებს, როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ვისმენთ ისტორიებს საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და იმაზე, თუ სახელმწიფოსთან ერთად ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში თავშეფარებული და გადაბარგებული ბანკირები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ვისმენთ, როგორ დევნიდნენ ადამიანებს უსასტიკესად მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და როგორ ხდებოდა ასეთი პირების, მათი ოჯახების, მათი ბიზნესის სრული განადგურება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოსწონდა ხელისუფლებას.

თუმცა, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება. ეს არ მოსწონთ და გადაწყვიტეს, ჯარისკაცებისა და გენერლების მუნდირებს ამოეფარონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს კომისიის მუშაობა ქართული ჯარის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში პირიქით არის და ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ შევძელით, საერთაშორისო სასამართლოებში მიგვეღწია და გაგვემართლებინა ის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც განწირულნი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მიერ. სანამ კონკრეტულ სათქმელზე გადავალ, უნდა მოვახდინო ირაკლი წერეთლის ციტირება - რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ღალატის უმხილებლობა და დაუგმობლობა იგივე ღალატია“!

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოვლინდეს, რა დანაშაულები იქნა ჩადენილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, 2008 წლის აგვისტოში. რამდენიმეს ჩამოვთვლი: გენერალ მამუკა ყურაშვილის ახსნა-განმარტებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები, მათ შორის ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა და არაერთი სხვა, უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი როგორც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში; სხვათა შორის, ეს არ უარუყვია არც გენერალ ზაზა გოგავას; გენერალმა ზაზა გოგავამ კატასტროფა უწოდა შოთა უტიაშვილის მიერ საბრძოლო მოქმედებათა რუკებისა და ჯარის განლაგების, პოზიციების და მიმართულების პირდაპირ ეთერში ჩვენება, რაც ასევე იყო სამოქალაქო პირების ჩარევის ნათელი მაგალითი;

ორივე გენერალმა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების რესურსის არ გამოყენება, სახელმწიფო თემურ იაკობაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები - „არანაირი ესკაკა და სხვა საერთაშორისო ფორმატები აღარ იმუშავებსო“, იყო ძალიან დამაზიანებელი სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფისთვის, რასაც საბოლოო ჯამში, მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა და ადამიანთა მსხვერპლი; ორივე გენერალმა და სხვა გამოკითხულმა მოწმეებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ ხელისუფლებამ ვერ თუ არ მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის ინფორმირება ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობაში, რომ მათ ელოდათ სერიოზული საფრთხე, რამაც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. უფრო მეტიც, გენერალ მამუკა ყურაშვილს ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ კოდორის ხეობის დატოვება და მოსახლეობის არ გაფრთხილება „სამშობლოს ღალატი იყო“. კომისიის სხდომაზე მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დღესაც ამ პოზიციაზეა;

სხდომაზე გამოკითხულმა არაერთმა მოწმემ, ძირითადად სამხედრო პირებმა, დაადასტურეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დამტკიცებული გეგმის ცვლილება ხდებოდა სპონტანურად, გაუაზრებლად და იმაზე იყო დამოკიდებული, თუ სად და რა დროს უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს; სამხედრო მოქმედებების ტაქტიკა და მიმდინარეობა დამოკიდებული იყო იმაზე, თბილისიდან რა დროს ჩამოვიდოდა ბრიფინგისთვის საჭირო აღჭურვილობა - ტრიბუნა, დროშები და ა.შ. სხდომაზე გამოკითხულმა ორივე გენერალმა, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა (ოთხმა უმრავლესობიდან - „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ერთმა ე.წ. „ოპოზიციიდან“ გიორგი თარგამაძემ) სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევა, ხოლო ქართულ სახელმწიფოს - ომის დაწყება. კომისიის სხდომაზე ყურაშვილმა თქვა, რომ ეს იყო კატასტროფული შეცდომა.

მთლიანობაში ჩანს, რომ ამ ნაბიჯებით, მათ შორის 1633 რეზოლუციაზე ხელმოწერით, მაშინდელმა ხელისუფლებამ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი, რომ წაგვეგო ყველა საერთაშორისო სასამართლო - როგორც ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ასევე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლო, რაც უმძიმესი დარტყმა იქნებოდა ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისთვის, მეორე მხრივ კი საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნისთვის სწირავდა არაერთ ქართველ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ გენერალს... სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოსული ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენება მისცა სასამართლოებს, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა ამ სასამართლოებში გამარჯვების მოპოვება. მათ შორის განსაკუთრებულია ქალბატონი თეა წულუკიანის დამსახურება და მადლობა მინდა ვუთხრა მას ამისთვის. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო კომისიის მუშაობა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ბევრ დანაშაულს გამოავლენს მუშაობის პროცესში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743599218

ახალი ამბები

გიორგი ზერეკიძე: გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში, ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ

ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წ...

გიორგი ზერეკიძე

1743597651

ახალი ამბები

წულუკიანი: ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით საკითხს, მოლოდინი გვაქვს, მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან პროცესს

„მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. დაველოდებით არსებით განხილვას. იქ უკვე გადაწყვეტილების...

თეა წულუკიანი

1743596880

ახალი ამბები

გიორგი ზერეკიძე მამაზე: სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, 47 წლის კაცი, რომელიც ჯან-ღონით სავსე იყო ციხის ტუალეტში გაგუდეს

ციხეში მომიწია 6 წელი, 11 თვისა და 1 კვირის გატარება. ნახევარი თუ არა ნახევრის ნახევარი საქართველო მაინც იჯდა ციხეში, ციხეში ვიყავი-თქო, ცუდი იყო ძალიან, მაგრამ გაცილებით ცუდია ის ფაქტი, რომ დღეს მე მ...

გიორგი ზერეკიძე

1743595947

ახალი ამბები

გიორგი ზერეკიძე მისი დაკავების ფაქტზე - 2006 წლის 6 იანვარს, სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

გიორგი ზერეკიძე

1743594161

ახალი ამბები

სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორ...

სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება