მეუფე ნიკოლოზი - რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი

„მიხეილ სააკაშვილმა აღსარება თქვა, ეზიარა, ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი - ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან , ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
როგორც მეუფემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს თხოვნის საფუძველზე, 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა.
„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო. მას საიდუმლოება შევუსრულე. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას მიღებული არ ჰქონდა, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო.
ეს არის ლოცვები, რომელზეც პირადად 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო.
7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევასრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება. ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება.
ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. პირჯვარი უნდა გადავიწერო და გითხრათ, რომ ღრმად მწამს, ეს მის ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუფე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
„ძალიან დასუსტებული მომეჩვენა იმასთან შედარებით რაც იყო. ჯერ პირველად ვნახე, მეორეჯერ ციხეში ვაზიარე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქოს მხრიდან განცხადება მიხეილ სააკაშვილთან მის ვიზიტს კი არა, არამედ მის კომენტარებს მოჰყვა.
„მე საქმე გავაკეთე. 7-ჯერ ვაცხე ყოველგვარი კომენტარების გარეშე. კრიტიკას იმით ვუპასუხებ, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მან განმარტა ისიც, რომ პატრიარქმა ადრე მიხეილ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევის უფლება მისცა.
„მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ის ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს“,-განაცხადა ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, რაც დრო გადის უფრო რწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია.
„რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. აღსარება თქვა და ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი, ახალი აღქმის შვიდი საიდუმლოდან, ექვსი მასზე შესრულებულია და მეშვიდე ჯერ კიდევ ადრეა.
მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება არ შედის ჩვენს უფლება-მოვალეობებში. მე პატრიარქთან შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მივიღე ლოცვა-კურთხევა ეს ნიშნავს, რომ მაქვს უფლება სხვა წესებიც შევასრულო“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მსგავსი თემები:
🔵 შემოქმედელი მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...