მიხეილ სააკაშვილი ყიფშიძის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის  განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით,მიხეილ სააკაშვილი ყიფშიძის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. 

"მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“. სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია  ჩაუტარდა, ხოლო  MRT კვლევაზე  მან უარი თქვა.

მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ  სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს.  განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში  უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით",-ნათქვამია, უწყების მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵როდესაც პილოტმა ლაპარაკი დაიწყო, შიშისგან დავმუნჯდი, ასეთი ხმა 20 წელია არ მომისმენია

🔵საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს - მიცოტაკისმა ზელენსკის სრული მხარდაჭერა აღუთქვა 

🔵რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1737217655

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი - დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

 ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. - ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნე...

ლევან მაჭავარიანი

1737214365

ახალი ამბები

თემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა

 ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ...

ბვიზნესმენი

1737209540

მსოფლიო

ტრამპი საკუთარი კრიპტოვალუტის ამოქმედებას გეგმავს

 აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საკუთარი კრიპტოვალუტის, $TRUMP-ის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ტრამპის განცხადებით, პირველ დღეს 200 მლნ. მონეტ...

ტრამპი

1737208699

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა

 რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს...

ლევან მაჭავარიანი

1737207564

საზოგადოება

ალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა

 სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი...

ალექსანდრე რაქვიაშვილი