როდესაც პილოტმა ლაპარაკი დაიწყო, შიშისგან დავმუნჯდი, ასეთი ხმა 20 წელია არ მომისმენია

ქალბატონი მეგი გამოცდილი მოსამართლეა. მას ხშირად უწევს ბრალდებულებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვლის რომ ყველა ადამიანს აქვს მეორე შანსის მიღების უფლება და თუ დანაშაულის ხარისხი საშუალებას აძლევს, აუცილებლად აკეთებს ამას. სწორედ ასე მოხდა მისი კარიერის გარიჟრაჟზე, როდესაც 18 წლის ბიჭს ასამართლებდა. რა მოხდა და როგორ დასრულდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

მეორე შანსი

“ბავშვობაში ყოველთვის ვიცავდი დაჩაგრულებს. არ მესმოდა რატომ აყენებდნენ ადამიანები ერთმანეთს ტკივილს და რატომ ექცეოდნენ ცუდად. უკვე მაშინ გადავწყვიტე, რომ გავიზრდებოდი, ჩემს ცხოვრებას სხვების დახმარებასა და ჭეშმარიტების ძიებას მოვახმარდი. მშობლებმა მირჩიეს მოსამართლე გავმხდარიყავი და მართლაც, ამ პროფესიამ ძალიან მომხიბლა.კარგად ვსწავლობდი და ყველაფერს ჰაერშივე ვითვისებდი. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩემი კარიერა ზემოთ მიიწევდა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა წესრიგისა და სამართლის დაცვა. 25 წლის ასაკში შესანიშნავ მამაკაცს გავყევი ცოლად და მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობდი.რეზომ ყველაზე ბედნიერი ქალი გამხადა მსოფლიოში, მალე ქალიშვილიც შეგვეძინა და სამსახურის შემდეგ მთელ თავისუფალ დროს ქმარ-შვილს ვუთმობდი. ახლა ჩვენი ნატა 20 წლისაა ცალკე ცხოვრობს.ქმარი ხშირად მსაყვედურობს, რომ დასასვენებლად თითქმის არ დავდივართ. ამიტომ სიურპრიზი გამიკეთა და იყიდა ერთკვირიანი საგზური იტალიაში. თუმცა, როდესაც თვითმფრინავში ჩავსხედით და პილოტმა ლაპარაკი დაიწყო, შიშისაგან დავმუნჯდი.

ამბავი წარსულიდან – ხმა ძალიან მეცნობოდა და გადავწყვიტე გამერკვია ვცდებოდი თუ არა. 20 წლის წინ, როდესაც ნატაზე ვიყავი ორსულად, ერთი 18 წლის ბიჭი გავასამართლე. მისი მომავალი ფაქტიურად, ჩემს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.ის ცუდ წრეში მოხვდა, რომელიც წვრილმანი ძარცვით იყო დაკავებული. თავად ბიჭს არაფერი მოუპარავს, ყარაულად ჰყავდათ დაყენებული. ერთ დღეს პოლიცია ბევრად უფრო სწრაფად მივიდა, ვიდრე ეგონათ და ბიჭი დაიჭირეს, სხვებმა კი გაქცევა მოასწრეს.თავის გადასარჩენად მას ბანდის წევრების ვინაობის გამხელა მოუწია, მათ კი მთელი დანაშაული ბიჭს გადააბრალეს. მე უნდა გამერკვია ყველაფერი. ვხვდებოდი, რომ თუ ციხეში გავუშვებდი, მთელ ცხოვრებას დავუნგრევდი, თან ბიჭი სინამდვილეში არაფერში არ იყო დამნაშავე.როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოვიტანე და სასამართლო დარბაზიდან გავედი, ბიჭი კართან დამხვდა: “მაპატიეთ, თქვენ მე გადამარჩინეთ და ამისთვის დიდი მადლობა. გპირდებით, რომ კარგი ადამიანი დავდგები!” ვაღიარებ, სასიამოვნო იყო, მაგრამ ნაკლებად მჯეროდა, რომ მას ოდესმე სადმე შევხვდებოდი. თუმცა, ბიჭის ხმა ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.ახლა კი, თვითმფრინავის ბორტზე ეს ხმა შემომესმა. როდესაც ჩავფრინდით, პილოტის გამოსვლას დაველოდე და ნამდვილად ის ბიჭი შემრჩა ხელში. მანაც მაშინვე შემამჩნია და ღიმილით გამომიწოდა ხელი: “გამარჯობა, ქალბატონო მეგი, როგორც ხედავთ, პირობა შევასრულე და სწორ გზაზე დავდექი. მადლობა კიდევ ერთხელ მეორე შანსისთვის!”

ჩემი ყოფილი მსჯავრდებული იმდენად ბედნიერი იყო, რომ ცრემლები მომერია. ეს ის შემთხვევაა, როცა ხვდები, რომ სწორად მოიქეცი და რა კარგია იმის გაცნობიერება, რომ შედეგმა გაამართლა.

წყარო:paparazzi.ge

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ვხედავ, მსოფლიო აიძულებს რუსეთს და მის პატარა კაცუნებს, უკან დაიხიონ... საქართველო და უკრაინა ნატოში და ევროკავშირში დაჩქარებული ტემპით კი არ შედიან, არამედ შერბიან! - ლელა კაკულია

🔵თეა წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა, აუდიტის დასკვნა კი პროკურატურას გადაუგზავნა

🔵თეა დარჩია: ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1737217655

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი - დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

 ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. - ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნე...

ლევან მაჭავარიანი

1737214365

ახალი ამბები

თემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა

 ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ...

ბვიზნესმენი

1737209540

მსოფლიო

ტრამპი საკუთარი კრიპტოვალუტის ამოქმედებას გეგმავს

 აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საკუთარი კრიპტოვალუტის, $TRUMP-ის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ტრამპის განცხადებით, პირველ დღეს 200 მლნ. მონეტ...

ტრამპი

1737208699

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა

 რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს...

ლევან მაჭავარიანი

1737207564

საზოგადოება

ალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა

 სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი...

ალექსანდრე რაქვიაშვილი