მიხეილ ყაველაშვილი: მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ქვეყნის სამსახურში დაუღალავად დგას.
„ჩვენი ქვეყნის სამსახურში დაუღალავად ყოფნისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში.
მადლობა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის. დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას; მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად; განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მსურს გამოვხატო ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც არაერთი თაობა აღზარდეს – მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.
მადლობა თითოეულ სპორტსმენსა და კულტურის სფეროს წარმომადგენელს, ვინც საკუთარი გამარჯვებითა და წარმატებით აერთიანებს და აძლიერებს საქართველოს. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
1738666010
ახალი ამბებიცხინვალში ქალი და სამი ბავშვი მხუთავი გაზით მოიწამლნენ
ქალი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი ცხინვალში მხუთავი გაზით (CO) მოიწამლნენ. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ინციდენტი გრი კოჩიევის ქუჩაზე მოხდა. ქალი და ბავშვები საავადმყოფოში არიან მოთავსებ...
1738664926
ახალი ამბებიზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. გამგეობამ ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობა დაასრულა. სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენე...
1738662422
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას
ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციის დაფინანსების ლობირება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხად...
1738661700
ახალი ამბები„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ბატონი ყაველაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებს“ - ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის მნიშვნელოვანი ფუნქციაა, პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციის გამოსწორება. „მიხეილ ყაველაშვილს, ერთ-ერთ...
1738660159
ახალი ამბები„რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება მშვიდად მართოს ქვეყანა“ - ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული ტიპის კანონები მკაცრდება, რათა ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდად მართვის საშუალება ჰქონდეს. დეპუტატის...