ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ამსტერდამში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით „გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის დაძლევა“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავა ასევე შეხვდა IMF-ის აღმასრულებელ დირექტორს იერონ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის, რომლებთანაც მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა განიხილეს ქვეყნების ეკონომიკაზე გეოპოლიტიკური შოკების გავლენა, გეოეკონომიკური გამოწვევები და მათზე რეაგირების სტრატეგიები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის ბანკის პრეზიდენტი კლაას ნოტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იერონ კლიკი, სსფ-ის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ალფრედ კამერი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში - გერტ იან კოპმანი და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფი საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ანდორას, სომხეთს, კვიპროსს, ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას აერთიანებს.
1740066864
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს
„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...
1740066484
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა
თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა და არა „თავისუფ...
1740062524
საზოგადოებარატი იონათამიშვილი - საქართველოში ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთაც ინსტრუმენტად ყოფნა ცხოვრებისეულ ამოცანად დაისახეს, თუმცა მსგავსი ნარატივი საქართველოშიც მარცხდება და ევროპაშიც
ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს მიმართ უსამართლობის სამსახურში არიან, ქვეყანაში მათი ნარატივის დასაყრდენი რადიკალური ოპოზიცია იყო, რომელსაც არ აინტერესებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, მზად არიან,...
1740061639
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი Enjoy Travel-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზე: მსგავსი ტიპის რეიტინგები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ Enjoy Travel-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ტოპ 25 ციფრულ...
1740060518
მსოფლიოFinancial Times: აშშ „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში რუსეთის აგრესორად მოხსენიებას ეწინააღმდეგება
ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგია, რომ „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში რუსეთი აგრესორის სახით იყოს მოხსენიებული, ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, საუბარია დეკლარაციაზე,...