ესპანეთთან საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 16 თებერვალს, მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ნიდერლანდებთან (40:7) მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნებს“ ტრავმების გამო ლუკა მატკავა, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია და ამირან შვანგირაძე დააკლდებიან, ხოლო ბექა გორგაძემ წითელი ბარათი მიიღო, დისკვილიფიცირებულია და შეკრება დროებით დატოვა. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა შეკრებაზე იოანე იაშაღაშვილს, სანდრო მამამთავრიშვილსა და იოანე მეტრეველ უხმო.

ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება, იგი „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში 36-ე მორაგბეა, ვინც გუნდს თამაშზე კაპიტნის რანგში გაიყვანს.

ნინიაშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 37 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 88 ქულაა – 11 ლელო, 12 გარდასახვა და 3 ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 110:0 დაამარცხა, ნიდერლანდებს 40:7 სძლია და მსოლფიო თასზე (2027 წელს) თამაშის უფლება მოიპოვა.

ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული A ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი B ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.

ნახევარფინალური მატჩები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალი კი 16 მარტსაა ჩანიშნული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742230581

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე

საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებ...

მამუკა მდინარაძე

1742228399

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა

„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1742228348

საზოგადოება

საქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...

სამინისტრო

1742228245

მსოფლიო

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...

რუანდარუანდა

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება