„ნაცების“ ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები „რატომღაც“ არასდროს „გაუნიუსებიათ“ - მამუკა მდინარაძე

„ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი“ - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!)“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ გავრცელებული ვიდეოთი, ოპონენტები თავადვე ადასტურებენ, რომ ისე ცხოვრობს და აკეთებს საკუთარ საქმეს, რომ მეტი „კომპრომატი“ მდინარაძეზე ვერ იპოვეს. ასევე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ „გასაშავებლად“ სხვას რომ შენს თანამოაზრეობას აბრალებ, თვითლუსტრაციასა და მძიმე კომპლექსებზე მეტყველებს.

„ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი” - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!) ყოველთვის ასე ვიქცეოდი და მომავალში რომ დავუბრუნდე ჩემს ძველ პროფესიას, - ჯგუფელს, კურსელს, კლასელს, მეგობარს და ა. შ. ნამდვილად არ ვეტყვი უარს დაცვაზე თუ ეს თავად ნაცების ოდიოზურ, მწამებელ და ქვეყნის მოღალატე ლიდერებს არ შეეხება (თუმცა მათაც აქვთ დაცვის კონსტიტუციური უფლება და მათ დამცველებსაც კი ვერავინ დაამუნათებს ადვოკატობისთვის, ისევე როგორც რომელიმე მათგანის ექიმს, მოძღვარს და ა. შ. ამას ცალკე, არაფაშისტური შეგნება სჭირდება).

ნაცების ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები „რატომღაც” არასდროს „გაუნიუსებიათ”. გულწრფელად მიხარია, რომ თავადვე მიდასტურებენ - ისე ვცხოვრობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ ამაზე მეტი „კომპრომატი” ვერასდროს ვერაფერი მიპოვეს. ნაცებს და განსაკუთრებით ნაცებთან მოღალატეებს წუხელ ძალიან გაუხარიათ სოცქსელებში.

საკუთარი კომპლექსების მოხსნის და ბინძური შავი პიარის ყველაზე უცნაური ფორმა აქვთ არჩეული - ეგ ჩვენიანი იყოო (მტყუანზე დააგინებ და მთელი ცხოვრება მაგას დაგიტრიალებენ, იგინებაო). ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო. ამასობაში ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამსდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს,“ - წერს მამუკა მდინარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739444462

მსოფლიო

პესკოვი: პუტინმა და ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, დაუყოვნებლივ დაიწყონ შეხვედრაზე მუშაობა

გუშინ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, თანაშემწეებისთვის დაევალებინათ, დაუყოვნებლივ დაეწყოთ მზადება ორი ქვეყნის ლიდერების შეხ...

პუტინმა და ტრამპმ

1739443318

ახალი ამბები

საქართველოში მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ექს...

აა

1739441778

ახალი ამბები

„ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას სასამართლოში შევხვდებით“ - ნინო წილოსანი

„უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი წერს. „ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დ...

ნინო წილოსანი

1739440505

ახალი ამბები

„მოქალაქეს, რომელიც 12 წლის წინ პატარა იყო, ჰგონია, ბოროტ ზღაპარს უყვები, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში“ - თეა წულუკიანი

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება“, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმია...

თეა წულუკიანი:

1739438679

ახალი ამბები

„ოპოზიციას აქვს შიში, რადგან კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, მაქსიმალურად შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ“ - ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე