„მოქალაქეს, რომელიც 12 წლის წინ პატარა იყო, ჰგონია, ბოროტ ზღაპარს უყვები, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში“ - თეა წულუკიანი

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება“, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ თაობას ამ დოკუმენტის მეშვეობით ეცოდინება, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში.

„დრო გადის, ახალგაზრდები სრულწლოვანდებიან, ჩნდება ახალი თაობა და არაერთ ჩვენგანს შეგვხვედრია უკვე მოქალაქე, ქართველი, სრულწლოვანი, რომელიც 12 წლის წინ იყო სრულიად პატარა. მან არ იცის, რასაც ვუყვები. ჰგონია, რომ ზღაპრის რომელიღაც წიგნში წაიკითხე და რაღაც ბოროტ ზღაპარს უყვები. ამ დასკვნით ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, რომ შევმატოთ ისტორიას შტრიხები.

ამიტომ მეთოდი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული მუშაობა და არა რაღაც შეფასებითი. მე პოლიტიკურად ვინ მიყვარს და ვინ არ მიყვარს, ამაზე არ არის საუბარი, ეს უნდა გადავდო გვერდზე, ისევე როგორც თქვენ და ჩვენ ფაქტებზე დაფუძნებულად უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება.

ნებისმიერი ახალგაზრდა, თუ მომავალი ახალგაზრდა და სრულწლოვანი გადაშლის, 30, 40, 50 და მეტი წლის შემდეგ ჩაიხედავს და ეცოდინება, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. ეს არის მთავარი. ამიტომ, მოქალაქეებსაც მივმართავ, ფაქტები არის მნიშვნელოვანი და თუ გადაწყვეტთ, რომ მოგვმართოთ კომისიას, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია წარმოადგინეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739441778

ახალი ამბები

„ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას სასამართლოში შევხვდებით“ - ნინო წილოსანი

„უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი წერს. „ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დ...

ნინო წილოსანი

1739438679

ახალი ამბები

„ოპოზიციას აქვს შიში, რადგან კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, მაქსიმალურად შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ“ - ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1739437461

ახალი ამბები

„სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული და ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას“ - ირაკლი კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ...

ირაკლი კობახიძე და ზურაბიშვილი

1739436693

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დასრულდა. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მთავრობათა სამიტში, ასევე ღონისძიების ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები როგორც პო...

ირაკლი კობახიძე

1739434617

ახალი ამბები

„დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებამდე“ - ირაკლი კობახიძე

„დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვ...

ირაკლი კობახიძე