„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“  ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს.

„ჩვენი პარტია მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი, ძალიან ბევრი მხარდაჭერით, ბევრი მოსაზრებებით. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მსჯელობა ყველა იმ ჯგუფებთან, რომელიც მზად არის და იბრძვის იმ ვითარების შესაცვლელად, რაც არის. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა. შაბათს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია საგაზაფხულო საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ბოიკოტის შეწყვეტის ძირითადი მიზანია, პარლამენტში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. 

„ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს რეჟიმი... ფრაქცია პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით. ჩვენი უშუალო ვალდებულება იქნება, ჩვენი საკუთარი სტრატეგია, რომ ყველა ეტაპზე, არამხოლოდ პარლამენტში, საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც მწვავე პროტესტი. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის", - ამბობს დეკანოიძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული - ექიმი მამის მიერ დაჭრილ შვილზე

🔵 „ისე რა კაცურად იწყებ და როგორ ქალბატონივით ამთავრებ ხოლმე ვახუშტი“ - მსახიობი ბესო ზანგური ჟურნალისტ ვახო სანაიას ეხმაურება

🔵 „კვირა კარგი ამბებით დავიწყოთ“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741616542

საზოგადოება

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა.  როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....

ზოგადი

1741612495

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1741611656

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში

„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...

ლევან მაჭავარიანი

1741610593

ახალი ამბები

„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...

ირაკლი ზარქუა

1741608776

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილ