ნინო წილოსანი: ეს არის ფონდები, რომელიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ იმ რადიკალურ აქტივიზმს, რომელსაც ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით

„ეს არის ფონდები, რომელიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ იმ რადიკალურ აქტივიზმს, რომელსაც ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით. ვხედავდით პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელების დაზიანებას, ფიზიკურ დაზიანებას, კოქტეილის სროლას, პარლამენტის გადაწვას და ჯამში რევოლუციურ სცენარებს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს“, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ ფონდებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

„ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის ერთ-ერთი შემომწირველი არის გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც 11 წლით პატიმრობა მიესაჯა და რომელმაც თაღლითურად დატოვა ქვეყნის ტერიტორია, ისევე როგორც თაღლითობა ჩაიდინა და ვფიქრობ, თუ ვინმე იცნობს ამ საქმის დეტალებს გარდა იმისა, რომ თავად სასამართლოს აქვს უკვე სასჯელი გამოტანილი, ალბათ არავის არ შეეპარება ეჭვი იმ დანაშაულში, რომელიც მან ჩაიდინა. ეს ფონდები ძირითადად ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს, რომელიც ლოკალურად საქართველოში გენერირებული არ არის. რა თქმა უნდა ეს არის კონკრეტული დაკვეთა საზღვარგარეთიდან.

მას შემდეგ, რაც უცხოური გავლენების შესახებ კანონი იქნება მიღებული და გარკვეულწილად გავასაჯაროვეთ ის აგენტურული ქსელი, რომელიც გარედან ფინანსდებოდა, ახლა მათ მოიფიქრეს გარკვეული დაფინანსების ალტერნატიული საშუალებები. ეს იყო თითქოსდა გულანთებული მოქალაქეების და ბიზნესების მხრიდან შემოწირულებები, რეალურად ეს არის „ნაციონალების“ და ამ რადიკალების მხარდამჭერი შემომწირველები, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ იმ ექსტრემიზმს, რომელსაც ვუყურებდით. თითოეული ასეთი ფაქტი გვანიშნებს იმაზე, თუ რამხელა იყო გარედან ამ არეულობის მხარდაჭერის პროცესი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742916914

სპორტი

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

 საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთი 3:1 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, შვეიცარიული...

ბურთიბურთი

1742914648

ახალი ამბები

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმ...

 საგამოძიებო კომისია

1742913839

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას მეგობარი პსჟ-ში? - ნიგერიელის აგენტმა მუშაობა უკვე დაიწყო

LE 10 SPORT-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის თავის მეგობარს, ვიქტორ ოსიმენს ურჩევს. „შეტევის გასაძლიერებლად პსჟ-მ €70 მილიონი გადაუხადა „ნაპოლის“ ზ...

ხვიჩა კვარაცხელია

1742912084

ახალი ამბები

მეუფე შიო: მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის

„მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის“, -...

მეუფე შიო

1742910379

საზოგადოება

La Gazzetta Georgia: ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება. ინფორმაციას ონლაინმედია La Gazzetta Georgia ავრცელებს.  „ჩემთვის პრივილეგიაა, როცა ისეთი ქალაქი, როგორიც ტოლედოა ასე მაფასებს. აქაურობა...

მებრძოლი ილია თოფურია