ირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიედ აბას არაგჩიმ ერევანში სომეხ კოლეგასთან არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის პოზიცია უცვლელია და თეირანი პატივს სცემს ქვეყნების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, და რომ დაუშვებლად მიიჩნევს არსებულ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებას.
არაგჩიმ აღნიშნა, რომ ყველა რეგიონული პრობლემა უნდა გადაწყდეს დიპლომატიის გზით, ძალის გამოყენების გარეშე, რეგიონის ქვეყნების ძალისხმევით. მინისტრის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.
სიტუაციის ესკალაციის საფრთხის შესახებ კითხვაზე პასუხისას მინისტრმა აღნიშნა: „იმედი გვაქვს, რომ არსებული პრობლემები მალე გადაწყდება და დოკუმენტს ხელი მოეწერება. ესკალაციის რისკი არსებობს და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, ჩვენ კი სტაბილურობის მოწმენი გავხდებით, რაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარეობს".
1742926252
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...
1742924150
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...
1742922159
ახალი ამბებიპარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...
1742920353
საზოგადოებალატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...
1742919829
მსოფლიომეტე ფრედერიკსენი - ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს გრენლანდიაზე
ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს გრენლანდიაზე, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. დანიის პრემიერის შეშფოთებას მიმდინარე კვირაში აშშ-ის მაღა...