პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, უკანონო პროცედურების შედეგად, როგორც შპს „მაგნატი“, ასევე მთელი მისი მრავალმილიონიანი ქონება დაკარგა.

„ჩვენ დღეს მოვუსმენთ იმ ადამიანს, ვინც იყო ამ კომპანიის მესაკუთრე და უფრო მეტიც, ადამიანს, რომელმაც ეს ქონება თავისი შრომით შექმნა და ერთ მშვენიერ დღეს ის საპატიმროში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მას ქონება გაუნიავეს და ვერასდროს დაიბრუნა უკან. თუმცა, ჯემალ ლეონიძე, უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამართლდა. სასამართლოს ყველა ინსტანციაში დადასტურდა, რომ ის საპატიმროში ტყუილად იჯდა და არაერთი წელი სულ ტყუილუბრალოდ მოიხადა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ განაცხადა, 2008 წელს, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა მას შუამავლის მეშვეობით აცნობა, რომ ქვეყანაში საწვავი აღარ შემოეტანა, მხოლოდ „მათი ბენზინი“ გაეყიდა და ბიზნესში პრობლემები არ შეექმნებოდა, რაზეც ბიზნესმენმა უარი თქვა.

როგორც ჯემალ ლეონიძემ აღნიშნა, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, თიბისი ბანკმა მას 12-15 თვის ხანგრძლივობის პერიოდში დასაბრუნებელი თანხის 4 თვეში დაფარვა მოსთხოვა, რაც მან შეასრულა.

ჯემალ ლეონიძემ დეტალურად ისაუბრა როგორ მოხდა თიბისი ბანკის მიერ კომპანიის წილის შეძენა, ასევე შპს „მაგნატის“ ქონების ახლად შექმნილი ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიაზე გადაცემა, მისი წილების სხვა პიროვნებებზე გადაფორმება და ამ პროცესების დასრულების შემდეგ, 2009 წლის 13 აგვისტოს მისი დაკავება.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, თიბისი ბანკის საქმეში ჩართვა დავით კეზერაშვილის დაკვეთით მოხდა და ამაში მონაწილეობდნენ მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები.

ბიზნესმენის განცხადებით, თიბისი ბანკის მხრიდან მასთან კომუნიკაციაში იყვნენ: ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ასლანიკაშვილი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და მამუკა ხაზარაძე.

როგორც ჯემალ ლეონიძემ აღნიშნა, განხორციელებული ქმედებების შედეგად მან დაკარგა 4 ნავთობბაზა და 52 ავტოგასამართი სადგური, სულ 29,6 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება და ეს ქონება საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა დავით კეზერაშვილის კომპანიის „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ კუთვნილებაში. მისივე თქმით, დაპატიმრების შემდეგ დატაცებული იქნა ასევე მისი სხვა ბიზნესები - ღვინის მარანი, ლუდის სახარში, სამი რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა და საცხოვრებელი სახლი და ამაში იმდროინდელი მმართველი პარტიის, ხელისუფლებისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

ჯემალ ლეონიძემ ასევე ისაუბრა დაპატიმრებამდე მის შვილებზე განხორციელებულ ზეწოლაზე და ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

კომისიის წევრებს შპს „მაგნატის“ საქმეზე ახსნა-განმარტება ჯემალ ლეონიძის ადვოკატმა, როინ მიგრიაულმაც მისცა. მან დეტალურად ისაუბრა შპს „მაგნატის“ გაკოტრებისა და კომპანიის რეესტრიდან ამოშლის საქმეზე.

როგორც როინ მიგრიაულმა აღნიშნა, კომპანიის გაკოტრება ისე დასრულდა, რომ არ მომხდარა კომპანიის ქონების ბოლომდე მოძიება.

შპს „მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

იმის გამო, რომ მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, კომისიის წევრებმა მისი საქმის პროკურატურაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება და ამისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სასჯელი, მათ შორის, ერთ წლამდე პატიმრობა.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას კომისიამ სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის მოსასვლელად 16:00 საათამდე ვადა მისცა. თუმცა, ვინაიდან ბადრი ჯაფარიძე სხდომაზე არ გამოცხადდა, მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხზე კომისია ხვალ იმსჯელებს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ხვალ კომისიის მორიგი სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება.

„ხვალინდელი სხდომის მთავარი საკვლევის საკითხი იქნება 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდი. კითხვა ისმის ასე: იყო ეს ის ომი, რომელიც თავს დაგვეცა უცბად, თუ არსებობდა მისი წინაპირობები, როგორც თითქმის ყველა ომის შემთხვევაში არსებობს ხოლმე; როგორ ვითარდებოდა მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2004 წლის იანვრიდან; რა მოხდა 2006 წელს და როგორ მივედით იქამდე, რასაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი ჰქვია, როდესაც არაერთი სიცოცხლე შეეწირა რუსეთთან ომს და ასევე, უფრო მეტი ტერიტორია აღმოჩნდა რუსეთის მიერ ოკუპირებული“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის განცხადებით, კომისია მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სხდომებზე მხოლოდ აღნიშნულ თემაზე იმსჯელებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742926252

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის

ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...

არჩილ გორდულაძე

1742924150

ახალი ამბები

პაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია

 იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...

სალია

1742922159

ახალი ამბები

პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...

წილოსანი

1742920523

მსოფლიო

ირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...

სეიედ აბას არაგჩი

1742920353

საზოგადოება

ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა

 ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...

არაყი