პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა.
სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილე და სპორტული სკოლების მოსწავლეები ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენს, ნინო სალუქვაძეს და საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელს, ირმა ხეცურიანს შეხვდნენ.
ახალგაზრდა სპორტსმენებმა ნინო სალუქვაძისგან და ირმა ხეცურიანისგან პროფესიულ გამოცდილებასა და სპორტულ ღონისძიებებში მიღწეულ შედეგებზე ისტორიები მოისმინეს და იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს გაეცნენ, რაც წარმატების მიღწევისთვის არის აუცილებელი.
„მარტის თვის აქტივობების ფარგლებში, გამორჩეულ ქალ სპორტსმენებთან და სკოლის მოსწავლე გოგონებთან ერთად საინტერესო შეხვედრა გაიმართა. სპორტსმენებმა ახალგაზრდებს საკუთარი წარმატებები გაუზიარეს. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა სპორტსმენებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ პატარა დამარცხებას არ უნდა შეუშინდნენ და ვარჯიშს და მონდომებას აუცილებლად გამარჯვებები მოჰყვება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.გამორჩეული ქალი სპორტსმენების და სპორტის სახეობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრას პარლამენტის წევრები გრეტა წიწავა და ლიკა შარტავა დაესწრნენ.
1742926252
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...
1742924150
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...
1742920523
მსოფლიოირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...
1742920353
საზოგადოებალატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...
1742919829
მსოფლიომეტე ფრედერიკსენი - ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს გრენლანდიაზე
ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს გრენლანდიაზე, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. დანიის პრემიერის შეშფოთებას მიმდინარე კვირაში აშშ-ის მაღა...