პარლამენტის რეგლამენტში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასთან დაკავშირებით რამდენიმე ცვლილება შევა

საპარლამენტო უმრავლესობამ დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქმედ რეგლამენტში უკვე 65 სხვადასხვა ცვლილებაა შეტანილი და აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორცხული.
„უკვე ორი წელია, საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს. ის უკვე თითქმის შვიდი წელია, რაც ძალაშია, ამიტომ მოხდა შესწავლა, რა ხარვეზებია, რა გვაჩვენა პრაქტიკამ.
მოქმედ რეგლამენტში არის უკვე 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი და აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორცხული. ასევე, მისი სტრუქტურიზება ლოგიკური თანმიმდევრობით, ადვილად გამოსაყენებელი რომ იყოს, მათ შორის არაიურისტი პარლამენტის წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ახალი რეგლამენტის პროექტით, აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნებები, რაც არის პროცედურებში და ა.შ. იცით, რომ ხანდახან იყო ხოლმე სხვადასხვა განმარტებების მცდელობები.
აღსანიშნავია, რომ თავად 90 პროცენტზე მეტი ტექსტი იგივე რჩება, რაც მოქმედ რეგლანენტშია. ვინაიდან, თავისთავად არის პროცედურები, რომლებიც გაწერილია და ეს ამავე დროს უზრუნველყოფს, რომ ახალი რეგლამენტი გამოსაყენებლადაც ადვილი იყოს როგორც პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ასევე დეპუტატებისთვის“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროექტი ორშაბათს გავა პარლამენტის ბიუროზე, რის შემდეგაც გასაჯაროვდება, შემდეგ კი დაიწყება საპარლამენტო განხილვები.
„დაგეგმილია, რომ მაისის ბოლოსთვის მივიღოთ ახალი რეგლამენტი, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან. გეტყვით, რა არის ძირითადი ცვლილებები, რაც შეიძლება თქვენთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.
პირველი - ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. როგორც იცით, ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი, რათა კითხვით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. ამ კითხვაზე საპასუხოდ შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხონ კითხვები, შემდეგ იმართება დებატები. როგორც იცით, ჩვენ ორი წლის წინ გავზარდეთ რაოდენობა და სესიის განმავლობაში ოთხი ინტერპელაცია იყო, ახლა ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაცია. ასე რომ, იქნება შესაძლებელი მოვუსმინოთ მინისტრებს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს.
ასევე ხდება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპის დასრულების შემდეგ დებატების წესის ხელახალი მოწესრიგება. აქამდე იყო უფრო მონოლოგიური ხასიათის. ფრაქციები გამოდიოდნენ რიგრიგობით და დებატის ხასიათი ამას არ ჰქონდა. ახალი მოწესრიგებით, ეს იქნება მონაცვლეობითი გამოსვლა, რაც დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს. შესაბამისად, იქნება ინტერპელაცია უფრო აქტუალური. ანუ, ყოველ სასესიო კვირას შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის წევრებს, რომ პლენარულ სხდომაზე გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი აქტუალურ დაკავშირებით და გვქონდეს ამაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი, განხილვა.
აქედან გამომდინარე, თავის დანიშნულებას კარგავს უკვე „მინისტრის საათი“, რომელიც თავის დროზე, 2018 წელს გარკვეულწილად საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული ამ ინტერპელაციის. ზოგ ქვეყნებში არსებობს კითხვების დრო, ასეთი ფორმატები, როდესაც ყოველ კვირას არის გამოყოფილი ერთი დღე იმისთვის, რომ კითხვებს უპასუხოს ანგარიშვალდებულმა პირმა. ჩვენ ფაქტობრივად ეს სისტემა შემოგვაქვს ახლა და ყოველ კვირას იქნება შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი.
მეორე საკითხი - დროებითი კომისიები. თქვენ ახლა ადევნებთ თვალყურს დროებით საგამოძიებო კომისიას, თუმცა კონსტიტუციით ასევე გათვალისწინებულია სხვა დროებითი კომისიები, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეიცავს საგამოძიებო ფუნქციების გარეშე. ეს კონსტიტუციური ინსტრუმენტი პარლამენტის ფაქტობრივად არ გამოიყენებოდა და მის ნაცვლად იყო სხვა ინსტრუმენტები წინა რეგლამენტიათ შემოღებული, როგორიც იყო მუდმოვმოქმედი საბჭოები, თემატური მოკვლევა და ა.შ. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვქონდა კონსტიტუციის გაუთვალისწინებელი ინსტრუმენტები, არადა ამ დროს გვაქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც არ გამოიყენებოდა. მთავარი მიზეზი, რატომაც არ გამოიყენებოდა იყო ის, რომ რეგლამენტში სხვა დროებით კომისიებს ეთმობოდა ფაქტობრივად ორი თუ სამი მუხლი და არის ძირითადად მითითებები საგამოძიებო კომისიის რეგულაციებზე, რაც ართულებდა ამ კომისიის შექმნას, ფუნქციონირებას, შინაარსს და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ვხდით დროებით კომისიას უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს. უპირატესობა დროებითი კომისიის არის ის, რომ როგორც საგამოძიებო კომისია, ის იქმნება პარიტეტის პრინციპით, ანუ ნახევარ-ნახევრად არის უმრავლესობა და ოპოზიცია. უმრავლესობა არ არის იქ უმრავლესობაში. შესაბამისად, ეს იძლევა საშუალებას, რომ იყოს უფრო პლურალისტური მუშაობა ასეთი სახის კომისიაში, კონსესუსზე ორიენტირებული მუშაობა ასეთ კომისიაში. შესაბამისად, იქნება შესაძლებლობა, რომ ჩაანაცვლოს მუდმივმოქმედი საბჭოებისთვის თემატიკა. აქვე ვიტყვი, იცით, რომ ბოლო ცვლილებით, გენდერული თანასწორობის საბჭო გაუქმდა.
ამასთან, ახალი რეგლამენტით გაუქმდება ბავშვთა უფლებების და ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო. ზოგადად, მუდმივმოქმედი საბჭოები გაუქმდება, ვინაიდან, ფაქტობრივად, ეს იყო კომიტეტის გარკვეული ასლი. თან კომიტეტიც არ იყო და რეგლამენტით გათვალისწინებული საბჭოები იყო. ამის ნაცვლად ხდება მოქნილი ინსტრუმენტი დროებითი კომისიისა, რომელიც შეიძლება, ასეთი სახის თემატიკაზე შეიქმნას. მათ შორის, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქალთა და ბავშვთა უფლებებზე შევქმნათ დროებითი კომისია პარლამენტში მას შემდეგ, რაც ახალი რეგლამენტით იქნება ამ კომისიის შექმნის და ფუნქციონირების შესაძლებლობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესი. დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, კომიტეტების ნაცვლად, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის წევრს წარუდგინოს.
პაპუაშვილის განცხადებითვე, ახალი რეგლამენტის მიხედვით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს სახელი შეეცვლება და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი გახდება.
1744266860
ახალი ამბებიტრამპი: ჩინეთს სურს შეთანხმების დადება, ჩინელები ამაყი ხალხია, პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცი
„ჩინეთს შეთანხმების დადება სურს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „ერთ-ერთი ყველაზე ჭკვ...
1744266114
ახალი ამბებიწილოსანი ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე: გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან
სცენარებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, უზ...
1744232303
სპორტიქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ბრატისლავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა სოლომონ მანაშვილი (125 კგ) - მან ფინალი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან...
1744231158
სპორტიკვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ასტონ ვილას“ გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ 2:1 დააწინაურა. პირველ ტაიმში „პარი სენ-ჟერმენი“ უტევდა, მაგრამ ანგარიში „ასტონ ვილა...
1744230162
საზოგადოებავოლსკი: ის პარალელი, რომელიც გაავლო ირაკლი კობახიძემ, ერთი მხრივ, ასახავს უშველებელ ტრაგედიას და მეორე მხრივ, არის სამართლიანი - მისი შეფასება არის სამართლიანი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ღამის კურიერის“ ეთერში ოპონენტების კრიტიკას პასუხობს. ვოლსკის თქმით, კობახიძის შეფასება სამართლიანი იყო. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის ხსენებისგან თავ...