პრეზიდენტი: მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის! მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას - წინ დიდი გამარჯვებებისკენ!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ეროვნულ ნაკრებს მომდევნო თამაშებში.

„გილოცავთ! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 6:1 დაამარცხა - ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შედეგად, ჯვაროსნები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებენ ასპარეზობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, დინამო არენაზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დავესწარი და ჩვენს ბიჭებს ვუგულშემატკივრე.

მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის! ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის სიძლიერესა და თავდადებას. წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომდევნო თამაშებში! მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას - წინ დიდი გამარჯვებებისკენ!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742916914

სპორტი

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

 საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთი 3:1 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, შვეიცარიული...

ბურთიბურთი

1742914648

ახალი ამბები

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმ...

 საგამოძიებო კომისია

1742913839

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას მეგობარი პსჟ-ში? - ნიგერიელის აგენტმა მუშაობა უკვე დაიწყო

LE 10 SPORT-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის თავის მეგობარს, ვიქტორ ოსიმენს ურჩევს. „შეტევის გასაძლიერებლად პსჟ-მ €70 მილიონი გადაუხადა „ნაპოლის“ ზ...

ხვიჩა კვარაცხელია

1742912084

ახალი ამბები

მეუფე შიო: მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის

„მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის“, -...

მეუფე შიო

1742910379

საზოგადოება

La Gazzetta Georgia: ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება. ინფორმაციას ონლაინმედია La Gazzetta Georgia ავრცელებს.  „ჩემთვის პრივილეგიაა, როცა ისეთი ქალაქი, როგორიც ტოლედოა ასე მაფასებს. აქაურობა...

მებრძოლი ილია თოფურია