პრეზიდენტი: „ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, გამოკითხვებით კი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ რომ ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!

„ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათი აზრიც უნდა იქნას გათვალისწინებული, თუმცა გაუგებარია რას აპროტესტებენ ისინი.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სრული გაგება. ის ვინც ქუჩაში გადის უმრავლესობას არ წარმოადგენს. გასაგებია, რომ ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ისმის კითხვა, რას აპროტესტებენ ისინი? რატომ ახალი არჩევნები? არჩევნები უკვე ჩატარდა. თუ ახალი არჩევნები ჩატარდება და ეს პარტიები ისევ ვერ მოიგებენ, რა იქნება მაშინ?“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან და ეს იძლევა აშშ-სთან ახალი დასაწყისის იმედს.

„ტრამპი და მისი გუნდი ხშირად ამბობს, რომ მშვიდობა პრიორიტეტია. ასევე ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, მაგალითად ტრადიციების დაცვა, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან. ეს გვაძლევს ჩვენ ახალი დასაწყისის იმედს. დაახლოებით იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც. ყველა ქვეყანამ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738305529

სპორტი

დანა უაიტი: UFC-ის საქართველოში ჩატარება ახლა ყველაზე ლოგიკურია

UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაიტის განცხადებით, შერეულ ორთაბრძოლებში ჩემპიონატის ჩატარების ლოკაციად საქართველოს არჩევა ახლა ყველაზე ლოგიკურია. უფრო კონკრეტულად, დანა უაითს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰ...

დანა უაიტი

1738303508

მსოფლიო

ტრამპი: აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი თებერვლიდან 25%-იან ტარიფს დააწესებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს 25%-იანი ტარიფის დაწესებას კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე. ტრამპმა დაადასტურა, რომ ტარიფები ამოქმედდებ...

დონალდ ტრამპი

1738303378

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:0 7:6(4) დაამარცხა. მეოთ...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1738303193

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო

ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხე...

მიხეილ ყაველაშვილი

1738301604

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა „ბრიქსის” წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბრიქსის” წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ. „ჩვენ მოვითხოვთ...

დონალდ ტრამპი