ნათია თურნავა - ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ეროვნული ვალუტა 5-6%-ით არის გაუფასურებული.
„ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. დოლარი გამყარდა ბოლო პერიოდში ევროსთან და ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან მიმართებაში. ლარის კურსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. განსხვავებით საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო მაღალი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა. ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ეს კვირა რომ ავიღოთ, ორშაბათს და სამშაბათს გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტაბილურია.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, მზარდია ტურიზმიდან შემოსავლები.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სავალუტო შემოდინებებს, რომელიც ახლა სტაბილურია. აქ მნიშვნელოვანია ტურიზმიდან შემოსავალი. წინასწარი მონაცემებით, როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე შემოსავლების კუთხით ზრდა არის. ძალიან რთულია ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთო ისეთ დროს, როცა გაქვს არა ფიქსირებული ლარის კურსის, არამედ მცურავი კურსის პოლიტიკა. ინფლაცია კვლავ რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ეს გვიწერია კიდეც კანონში.
ფასების დონე შედგება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტული პროდუქციისა და მომსახურებისნათია თურნავა - ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს ფასებისგან. იმპორტული პროდუქციის ფასები კი პირდაპირ დაკავშირებულია ლარი-ევროსა და ლარი-დოლარის კურსთან. ლარი როდესაც უფასურდება, თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტული საქონლის გაძვირება ან, მაგალითად, როდესაც ხდება სასაქონლო ფასების, მაგალითად, ნავთობის, ზეთის და სხვა პროდუქტების გაძვირება, ეს აისახება ფასებზე. რაც შეეხება ჩვენს ადგილობრივ ფასებს, მთელი თვეების განმავლობაში მიზნობრივ 3%-ზე დაბალი რჩებოდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
1738312744
საქართველოროგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...
1738311442
საზოგადოებასაქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას
3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს...
1738311026
მსოფლიოპიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უა...
1738310756
ახალი ამბებისაქსტატი: 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის...
1738305674
მსოფლიორუბიო: არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს
არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო...