რუბიო: არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს
არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
„რაც პუტინმა გააკეთა საშინელება იყო. ქვეყანაში [უკრაინაში] შეჭრა, სისასტიკე, რომელიც მან ჩაიდინა, მაგრამ არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხი, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს, ვიდრე რუსები ყირიმს აიღებდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიოს თქმით, უკრაინა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ითხოვს გამოუვალი მდგომარეობის დაფინანსებას, რაც ომის გაჭიანურებასა და ადამიანთა ტანჯვის გაგრძელებას იწვევს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ხედვა ნათელია - ეს ომი უნდა დასრულდეს, და რაც შეიძლება მალე, რაც შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.
მისი თქმით, ნებისმიერ მოლაპარაკებაში ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა.
„ეს რთული დიპლომატიური პროცესია, მაგრამ მოლაპარაკების ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და ამას დრო დასჭირდება, თუმცა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც აღიარებს, რომ ჩვენი მიზანი კონფლიქტის დასრულებაა და ის უნდა დასრულდეს ისე, რომ გრძელვადიანი იყოს. ვფიქრობ, დემოკრატების მზარდი რაოდენობაც კი აღიარებს, რომ რასაც ჩვენ ვაფინანსებთ არის გამოუვალი მდგომარეობა, გაჭიანურებული კონფლიქტი და, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაზეც უარესიც კი, როდესაც თანდათანობით უკრაინა ნადგურდება და უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს. ასე რომ, ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, - დასძინა მან.
1738303508
მსოფლიოტრამპი: აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი თებერვლიდან 25%-იან ტარიფს დააწესებს
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს 25%-იანი ტარიფის დაწესებას კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე. ტრამპმა დაადასტურა, რომ ტარიფები ამოქმედდებ...
1738303378
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:0 7:6(4) დაამარცხა. მეოთ...
1738303283
ახალი ამბებიპრეზიდენტი: „ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, გამოკითხვებით კი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ რომ ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!
„ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტ...
1738303193
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო
ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხე...
1738301604
მსოფლიოდონალდ ტრამპმა „ბრიქსის” წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბრიქსის” წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ. „ჩვენ მოვითხოვთ...