საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას
3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საავიაციო ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. სამდღიან ფორუმზე აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება, როგორც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობას. Connect 2025-ის ფარგლებში, გავმართავთ არაერთ შეხვედრას საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების დამატებითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს, ისე პოტენციურ პარტრნიორ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს.
1738312744
საქართველოროგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...
1738311026
მსოფლიოპიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უა...
1738310756
ახალი ამბებისაქსტატი: 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის...
1738306148
ახალი ამბებინათია თურნავა - ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ე...
1738305674
მსოფლიორუბიო: არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო იყო 2012 ან 2014 წელს
არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა და უკან დაახევინებდა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მსოფლიო...