პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ისახავს მიზნად ვეტო არ დაადო.
როგორც სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მან დღეს ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას.
„ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.
თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული.
მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.
ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს.
რაც შეეხება მეორე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 ლონდა თოლორაია: თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად იდგა ევროპული ღირებულებების გზაზე
1736925572
ახალი ამბებიSpaceX-ის დირექტორმა გლობალურ ფორუმზე ხაზი გაუსვა საქართველოს „სტრატეგიულ როლს“ ციფრულ განვითარებაში
ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტეფანი ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრულ...
1736924525
ახალი ამბებიStarring Georgia საინტერესო სიახლეებით ბრუნდება
გვიხარია, რომ სეზონის პირველ ღონისძიებას წლის დასაწყისში ვაანონსებთ და გაძლევთ შესაძლებლობას უკეთ დაგეგმოთ თქვენი მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც გვიანი გაზაფხულიდან დაიწყება! აჰყევით ვარსკვლავებს 30 მ...
1736923201
მსოფლიოკუბაში 553 პატიმარი გაათავისუფლეს
კუბის ხელისუფლებამ 553 პატიმრის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ინფორმაცია მიაწოდა, რომ კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას...
1736922082
მსოფლიოსამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს
სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავება...
1736886317
მსოფლიოაშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება. დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...