ნინო ლომჯარია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და არის დისკრიმინაციული

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება.

"მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანსა და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან დღეს ნამდვილად არ გვაქვს საქმე.

2019 წლის პირველი ნოემბრის შემდგომ, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებოდით ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, ვითხოვდით ინფორმაციას მიმდიბნარე რეჟიმში და ვსწავლობდით მათ მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რიგითი პროფესიული თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შემოთავაზებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დღეს არსებული წესისგან განსხვავებულ რეგულირებას, რაც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართებით და დისკრიმინაციულია თავისი შინაარსით. პროფესიული საჯარო მოხელეების სამსახურებრივი გარანტიები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რის უგულებელყოფასაც აქვს დღეს ადგილი.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან.

ასევე, ჩვენ, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანო, მზად ვართ, საქართველოს პარლამენტს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის და ასევე, იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ გააჩნიათ მათი საქმიანობის გასაძლიერებლად.

პარალელურად, მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში, რათა თავიდან იქნეს აცილებული იმ ტიპის კანონის პროექტის მიღება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას გააუარესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების სრულიად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის მიმართვის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა", – აღნიშნავს ნინო ლომჯარიამ.

სხვა სიახლეები:

🔳 პოლიციელი, რომლის იარაღიდან გასროლას მომღერალ თიკა მახალდიანის დედის სიცოცხლე ემსხვერპლა, ციხიდან გამოუშვეს

🔳 "თვითგამოცხადებული დავით აღმაშენებლის ყველა ფანი ჩემს ფსიქიატრადაა გადაქცეული" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

🔳 კახი, მოდი, გავიხსენოთ ჩვენი წარსული... მთელ თბილისს გადაუარა კახიმ, ჩემს გარდა - ია ფარულავა

🔳 ექიმის ოჯახშია გაზრდილი, ხუთი შვილის მამაა, წარმატებული იქნება - ღარიბაშვილი მინისტრ აზარაშვილზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740992569

ახალი ამბები

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენა, რათა დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება

„სანამ წინა ხელისუფლება 2008 წლის მოღალატეობრივ ქმედებას ჩაიდენდა, რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ უკვე რა ფიქრები ჰქონდათ და რა ნაბიჯებს დგამდნენ“, -...

კახა კალაძე

1740989912

საზოგადოება

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული...

თავდაცვის ძალები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა