„ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას“ - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება
„საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას და ამით, ქართველები კარგ საქმეს გაუკეთებენ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.
„ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე - უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზედაც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ“, - ვკითხულობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
1736367775
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შე...
1736366912
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: არ გვაპატიეს, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ, ჩვენ ქვეყანას ვერანაირად ვერ გავწირავთ განადგურებისთვის
„ჩვენ არ გვაპატიეს ის, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავუშვით მოხალისეები უკრაინაში. არ გვაპატიეს, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოა...
1736365150
მსოფლიოლოს ანჯელესის ოლქში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ლოს ანჯელესის ოლქში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ცნობით, ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი. ლოს ანჯელესის ოლქის სახანძრო ს...
1736361938
მსოფლიოგრენლანდიისა და კანადის გამო ტრამპს შეუძლია დაივიწყოს პუტინი და უკრაინა - პოლიტოლოგი
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომელიც, ასევე, ეხება უკრაინას. კერძოდ, ის იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში ექვს თვეში დასრულდება. ამასთან, ის უკრაინის ნატოში...
1736358407
ახალი ამბები„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება“ - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს. ამასთან, იმნაძე დასძენს, რომ ქვეყა...